სიმართლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„სიმართლე”ქართული ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მიმართულებისა. გამოდიოდა თბილისში 1906 1 ივლისიდან 14 ივლისამდე. შეცვალა გაზეთი „ლამპარი.“ რედაქტორი — ვლადიმერ დარჩიაშვილი. „სიმართლეს” პოლემიკა ჰქონდა ბოლშევიკურ გაზეთ „ახალ ცხოვრებასთან“. დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]