სილაბური დამწერლობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სილაბური დამწერლობა (ბერძ. syllabē - მარცვალი) - მარცვლოვანი დამწერლობა; ფონეტიკური დამწერლობის სახეობა, რომელშიც ნიშანი (სილაბემა) გადმოსცემს დამოუკიდებელი მარცვლის წარმომქმნელ ცალკე ხმოვანს ან თანხმოვან და ხმოვან ფონემათა თანმიმდევრულ ჟღერადობას. არსებობს წმინდა სილაბური და სიტყვიერ-მარცვლოვანი სილაბური დამწერლობები. წმინდა სილაბურთაგან აღსანიშნავია კუნძულ კვიპროსის დამწერლობა, აგრეთვე ეთიოპიური და ინდური დამწერლობები (ქაროშთი, ბრაჰმი და მათგან მომდინარე სისტემები, მათ შორის ტიბეთის, ინდონეზიის). სიტყვიერ-მარცვლოვან დამწერლობას (სიტყვიერი წერილობითი სისტემისა და სილაბურის შერწყმა) განეკუთვნება იაპონური, ძველი კორეული, გვიანდელი სოლისებრი (აქადური, ხეთური) და იეროგლიფური ლუვიური დამწერლობა. სიტყვიერ-მარცვლოვანი დამწერლობა შუმერული იდეოგრაფიულ-ფონეტიკური დამწერლობისაგან მომდინარეობს. იხმარება ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან. იგი მრავალნიშნიანობითა და დიდი სირთულით ხასიათდება, ამიტომ გაანბანების ტენდენციამ ადრევე იჩინა თავი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სპარსული სოლისებრი ანბანი

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Дирингер Д., Алфавит, пер. ц англ., М., 1963;
  • Friedrich J., Geschichte der Schrift, Hdlb., 1966