სიგილარიასებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიგილარიასებრნი
Sigillaria sp.4 - Carbonifero.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ლიკოპოდიუმები
ოჯახი: სიგილარიასნაირნი
გვარი: სიგილარიასებრნი
ლათინური სახელი
Sigillariaceae, Sigillariales

სიგილარიასებრნი, სიგილარიასნაირნი (Sigillariaceae, Sigillariales) — ნამარხ მცენარეთა ოჯახი და რიგი, ლიკოპოდიუმისნაირი ხისებრი მცენარეები. ცხოვრობდნენ კარბონულსა და პერმულ პერიოდებში. ჰქონდათ დაუტოტავი ან წვერში დიქოტომიურად დატოტვილი ღერო, რომლის სიმაღლე 10-12 მ აღწევდა, სუსტად განვითარებული მერქანი და სქელი ქერქი, რომელზეც ჩამოცვენილი ფოთლების ნაჭდევები რჩებოდა. სტრობილები განლაგებული იყო ღეროს ზედა ნაწილში.

ლიტერატურა[რედაქტირება]