სვირის გორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სვირის გორაარქეოლოგიური ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში. ბუნებრივი წარმოშობის ამ გორის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდზე შეინიშნება ქვის სწორკუთხა ნაგებობების ნაშთები და მძლავრი ნაცროვანი ფენები, რაც ცხადყოფს აქ ნასახლარის არსებობას. აკრეფილი ფრაგმენტული კერამიკული მასალა ტიპური მტკვარ-არაქსული ნაწარმია შავი ან წითელპრიალა ნატეხები ღია ფერის სარჩულზე. ქვის იარაღებისაგან შემდგარი მასალა წარმოდგენილია კაჟის ისრისა და შუბის პირებით, კაჟის ორმხრივრეტუშირებული ნამგლის პირებით და ქვის ცულის ფრაგმენტით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20057