სვანებისწყლის ქედი
სვანებისწყლის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 42°39′20″ ჩ. გ. 43°07′17″ ა. გ. / 42.655667° ჩ. გ. 43.121500° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვა და თიხაფიქალი |
სვანებისწყლის ქედი — ქედი საქართველოში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს ლეჩხუმის ქედის სამხრეთ განშტოებას, მდინარეების რიცეულისა და ჟრინევის (რიონის აუზი) წყალგამყოფს. მიემართება სამხრეთით და თავდება აღნიშნული მდინარეების შეერთების ადგილზე. ამავე მიმართულებით დაბლდება 3000 მ-დან 1200 მ-მდე. აგებულია ზედალიასური ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით.
თხემი მობრტყელებულია. სამხრეთ ნახევარი ტყეებით (წიფელი, ნაძვი) არის შემოსილი, 2000 მ-ის ზევით სუბალპური და ალპური მდელოებია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 309.