სექსუალური გოგო (ოფისი)
„სექსუალური გოგო“ | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ოფისი -ს ეპიზოდი | |||||||
ეპიზოდის ნომ. | ეპიზოდი 6 | ||||||
სცენარი | მინდი კალინგი | ||||||
რეჟისორი | ემი ჰეკერლინგი | ||||||
მოწვეული მსახიობები | ემი ადამსი (ქეითი მური) დევიდ დენმანი (როი ანდერსონი) მელორა ჰარდინი (ჯენ ლევინსონი) | ||||||
ოპერატორი | რენდალ ეინჰორნი | ||||||
კოდი | 1003[1] | ||||||
ეთერი | 16 აპრილი, 2005 | ||||||
| |||||||
ოფისი, I სეზონი ეპიზოდების სია |
სექსუალური გოგო (ინგლ. Hot Girl) ― ამერიკული კომედიური ტელესერიალის, ოფისის, I სეზონის მეექვსე და ბოლო ეპიზოდი. ეპიზოდის პრემიერა აშშ-ში 2005 წლის 26 აპრილს გაიმართა NBC-ის ეთერში. ეპიზოდის სცენარის ავტორია მინდი კალინგი, რომელიც ტელესერიალში kკელი კაპურის როლს ასრულებს. ეპიზოდის რეჟისორია ემი ჰეკერლინგი.
ეპიზოდში მაიკლ სკოტი (სტივ კარელი) მიმზიდველ გამყიდველს (ემი ადამსი), რომელსაც ოფისის თითქმის ყველა მამაკაცი თანამშრომელი ადგამს თვალს, ოფისში ხელჩანთების გაყიდვის ნებას რთავს. ამასობაში, პემ ბიზლი (ჯენა ფიშერი) და ჯიმ ჰელპერტი (ჯონ კრასინსკი) სიტუაციას დუაითთან (რაინ უილსონი) გასახუმრებლად იყენებენ.
„სექსუალურო გოგო“ დაახლოებით 4.8 მილიონმა მაყურებელმა ნახა. ეპიზოდი კრიტიკოსებმა მეტწილად დადებითად შეაფასეს.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- "Hot Girl" at NBC.com
- Hot Girl — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Shows A–Z – Office, The on NBC. The Futon Critic. ციტირების თარიღი: January 25, 2013