მრავალფეროვნების დღე (ოფისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მრავალფეროვნების დღე
ოფისი -ს ეპიზოდი
ეპიზოდის ნომ. ეპიზოდი 2
სცენარი ბენჯამინ ჯოზეფ ნოვაკი
რეჟისორი კენ კვაპისი
მოწვეული მსახიობები ლარი უილმორი როგორც ბატონი ბრაუნი
ოპერატორი რენდალ ეინჰორნი
კოდი 1002[1]
ეთერი 29 მარტი, 2005 (2005-03-29)
ეპიზოდების ქრონოლოგია
← წინა შემდეგი →
„საპილოტე ეპიზოდი“ „ჯანდაცვა“
ოფისი, I სეზონი
ეპიზოდების სია

მრავალფეროვნების დღე ― ამერიკული კომედიური ტელესერიალის, ოფისის, I სეზონის მეორე ეპიზოდი. ეპიზოდის პრემიერა აშშ-ში 2005 წლის 29 მარტს გაიმართა NBC-ის ეთერში. ეპიზოდის სცენარის ავტორია ბენჯამინ ჯოზეფ ნოვაკი, რომელიც სერიალში რაიან ჰოვარდის როლს ასრულებს. ეპიზოდში მოწვეული მსახიობის როლს ოფისის კონსულტანტი პროდიუსერი, ლარი უილმორი ასრულებს.

ეპიზოდში კრის როკის რუტინის მაიკლისეული (სტივ კარელი) საკამათო იმიტაცია პერსონალს რასობრივი მრავალფეროვნების სემინარის მოსმენას აიძულებს. ოფისში კონსულტანტი (ლარი უილმორი) ჩამოდის, რომელიც პერსონალს შემწყნარებლობისა და მრავალფეროვნების შესახებ ასწავლის, თუმცა მაიკლი ეჭრება და სემინარის ჩატარებას არ აცლის. შემდეგ ოფისის თანამშრომლებისთვის საკუთარ სემინარს ატარებს. ამასობაში ჯიმი მისთვის ძალიან მომგებიანი კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს, მაგრამ მის ნაცვლად ამას დუაითი აკეთებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Shows A–Z – Office, The on NBC. The Futon Critic. ციტირების თარიღი: January 25, 2013