სექსტანტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სექსტანტი

სექსტანტი (ლათ. sextans, ნათ. ბრ. sextantis – მეექვსე) — კუთხესაზომი სარკულ-ამრეკლი ინსტრუმენტი, რომლითაც დაკვირვების ადგილის კოორდინატების განსაზღვრის მიზნით ზომავენ ციური სხეულების სიმაღლეს ჰორიზონტის მიმართ ან ნაპირზე მდებარე საგნებს შორის ხილულ კუთხეს.

სექსტანტს იყენებენ გემსა და თვითმფრინავზე; ემყარება მხედველობის ველში ორი საგნის (მნათობების ან მნათობისა და ჰორიზონტის) შეთავსების შესაძლებლობას.

სექსტანტი პირველად 1730-1731 წლებში ააგო ჯონ ჰედლიმ (ინგლისი) და მისგან დამოუკიდებლად ტომას გოდფრიმ (აშშ). თუმცა იდეა გამოთქვა ისააკ ნიუტონმა (1699; გამოქვეყნდა 1742).

სექსტანტმა განდევნა ასტრონომიულ-გეოდეზიური ხელსაწყო ასტროლაბი, რომელიც მიიჩნეოდა მთავარ ნავიგაციურ ინსტრუმენტად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]