სეფე ლორთქიფანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სეფე ფარნაოზის ძე ლორთქიფანიძე (დ. 1889 — გ. 1937) — ქართველი სამხედრო პირი, მსახიობი.

დაიბადა თავადის ოჯახში. რუსეთის არმიის რიგებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1917 წელს ირიცხებოდა მე-14 კავკასიური მსროლელი პოლკის პოდპორუჩიკად. დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV ხარისხის ორდენით და გიორგის IV ხარისხის ჯვრით. შემდეგ მსახურობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯარში. შტაბს-კაპიტნის წოდებით მეთაურობდა №3 ჯავშნოსან მატარებელს. 1920 წელს სცადა წინააღმდეგობა გაეწია აზერბაიჯანში შეჭრილ წითელი არმიის ნაწილებისთვის. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ ე. წ. სპარსეთის საბჭოთა რესპუბლიკის ბრიგადას მეთაურობდა. 1921 წლიდან მსახიობად მუშაობდა საქართველოს სახკინმრეწვში. მონაწილეობდა ფილმებში: „ჯანყი გურიაში“ (რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა, 1928), „საბა“ (რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, 1929), „ნახვამდის“ (რეჟისორი გიორგი მაკაროვი, 1934), „არსენა“ (რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, 1937). რეპრესირებულია 1937 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • В. Л. Генис. Красная Персия: Большевики в Гиляне. 1920—1921. Документальная хроника. М., 2000. ISBN 5-89619-017-4. - გვ. 161, 239, 244.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]