სერჰი კოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერჰი კოტი
დაბ. თარიღი 22 ოქტომბერი, 1958(1958-10-22)[1] [2]
დაბ. ადგილი კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ[1] [2]
გარდ. თარიღი 28 მარტი, 2022(2022-03-28)[3] [2] (63 წლის)
გარდ. ადგილი იზიასლავი[3] [2]
მოქალაქეობა  უკრაინა
საქმიანობა ისტორიკოსი, local historian და საზოგადო მოღვაწე
მუშაობის ადგილი უკრაინის ისტორიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი მიხაილო დრაგომანოვის სახელობის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები უკრაინის კულტურის დამსახურებული მუშაკი, უკრაინის სსრ-ის სახალხო განათლების წარჩინებული, წმინდა მოციქულთასწორ თავად ვლადიმირ დიდის ორდენი და დმიტრო იავორნიცკის სახელობის პრემია

სერჰი ივანის ძე კოტი (უკრ. Сергій Іванович Кот; დ. 22 ოქტომბერი, 1958, კიევი — გ. 28 მარტი, 2022, იზიასლავი) — უკრაინელი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2021). დაამთავრა კიევის პედაგოგიური ინსტიტუტი (1980). ამ დროიდან მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის უკრაინის ისტორიის ინსტიტუტში (კიევი), 1999 წლიდან იყო კულტურული ფასეულობების დაბრუნებისა და რესტიტუციის პრობლემათა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. სამეცნიერო კვლევის მიმართულებები: ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების თეორიული და პრაქიკული პრობლემები, უკრაინაში ძეგლთა დაცვის საქმის ჩამოყალიბების ისტორია, კულტურულ ფასეულობათა დაბრუნებისა და რესტიტუციის საკითხები. მიაკვლია და რუსეთიდან დააბრუნა ოლექსანდრ დოვჟენკოს არქივისა და მემორიალური ნივთების ნაწილი, კერძოდ მისი „ავტოპორტრეტი“, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა; აშშ-დან — არქიტექტორ და ხელოვნებათმცოდნე ოლექსი პოვსტენკოს ბიბლიოთეკა და არქივის ნაწილი.[4]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Історичне краєзнавство в Українській РСР. Київ, 1989 (თანაავტორი);
  • Українські культурні цінності в Росії: Проблеми повернення в контексті історії та права. Київ, 1996;
  • Історико-культурна спадщина України: проблеми дослідження та збереження. Київ, 1998 (თანაავტორი);
  • Эхо войны. Судьба и правовой статус экспонатов передвижной выставки Государственного Русского музея 1941 года в Крыму, находящихся в музеях Автономной Республики Крым. Київ, 2010.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 https://web.archive.org/web/20220313145629/http://resource.history.org.ua/person/0000210
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 https://esu.com.ua/search_articles.php?id=12
  3. 3.0 3.1 https://web.archive.org/web/20221002030621/http://resource.history.org.ua/person/0000210
  4. Кульчицький, С. В.. Кот Сергій Іванович uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2022). ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2023