სელაგინელა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სელაგინელა | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Selaginella | ||
| დაცვის სტატუსი | ||
სელაგინელა (Selaginella) — მცენარის გვარი ლიკოპოდიუმისნაირთა განყოფილებისა. ხავსის მსგავსი მცენარეებია, გვხვდება აგრეთვე მცოცავი, ხვიარა და კორდოვანი ფორმებიც. ზოგიერთ სელაგინელის სიმაღლე 5—10 სმ-ია, ზოგისა 2—3 მ, ხვიარა ტროპიკული სახეობებისა კი 18—20 მ აღწევს. უვითარდებათ ორნაირი სპორანგიუმი: 4-მაკროსპორიანი მაკროსპორანგიუ და მრავალმიკროსპორიანი მიკროსპორანგიუმი. ახასიათებს თაობათა მორიგეობა დომინანტური სპოროფიტით. შეიცავს ტროპიკებში გავრცელებულ 700-მდე სახეობას. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა Selaginella selaginoides და Selaginella helvetica. ორივე სახეობა იზრდება ტენიან ადგილებში, ტყის ქვედა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- მიქელაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 274-275, თბ., 1985 წელი.