სეკრეცია (ფიზიოლოგია)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
სეკრეცია (ლათ. secretio – გამოყოფა) — სპეციალიზებული ჯირკვლების მიერ განსაკუთრებული პროდუქტის — სეკრეტის გამომუშავება და გამოყოფა. არჩევენ გარეგან და შინაგან სეკრეციას. თუ სეკრეტი გამოიყოფა სხეულის ზედაპირზე ან ღრუ ორგანოში სადინარებით, ამ პროცესს გარეგანი სეკრეცია, ეგზოსეკრეცია ან ანუ ეგზოკრინული სეკრეცია ეწოდება, ხოლო თუ სეკრეტი პირდაპირ გადადის სისხლსა და ლიმფაში, მაშინ — შინაგანი ანუ ენდოკრინული სეკრეცია ჰქვია. თითოეული ჯირკვლის სეკრეტორულ ციკლში განარჩევენ ორ ფაზას სეკრეტის პროდუქციისა და გამოყოფის ფაზებს. ზოგ ჯირკვალში ეს ფაზები ერთდროულად, სხვებში კი სხვადასხვა დროს მიმდინარეობს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ბაკურაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 274, თბ., 1985 წელი.