სახელმწიფო დროშა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონსონის ეროვნული ემბლემების რუკა, 1868 წელი

სახელმწიფო დროშა — სახელმწიფოს ოფიციალური განმასხვავებელი ნიშანი, რომლის აღწერილობას ადგენს კანონი (როგორც წესი კონსტიტუცია) ითვლება სახელმწიფოს სუვერენიტეტის სიმბოლოდ. წარმოადგენს ერთფერ, ან მრავალფერ ქსოვილს, რომელზეც შესაძლოა გამოსახული იყოს გერბი, ან რაიმე სხვა ემბლემა. სახელმწიფო დროშა აღმართულია სახელმწიფო დაწესებულებების, საელჩოების, საკონსულოებისა და სხვა დაწესებულებების შენობებზე. დღესასწაულების დღეებში საელჩოები, საკონსულოები გამოფენენ საკუთარი ქვეყნის დროშებს. სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ გლოვის დღეებში სახელმწიფო დროშის დაწევა სავალდებულოა ნებისმიერ ადგილზე, განურჩევლად მისი მდებარეობისა და ამასთან ფლაგშტოკის (დროშის ტარი) წვერზე გამობმული უნდა იყოს მოკლე შავი ზონარი, რომელიც მიუთითებს ტრაგედიაზე. დროშების შემსწავლელ მეცნიერებას ვექსილოლოგია ეწოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტომი მე-9, თბილისი, 1985, გვ. 245.