სახდელის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სახდელის ციხეარქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭარწყალში.

ნაციხრის ცენტრს წარმოადგენს ნაკოშკარი, რომელის მცირე ზომის ციცაბო ფერდობებიან ბორცვზეა აგებული. იგი თითქმის მთლიანადაა დანგრეული. ჩანს მისი საძირკვლის ფრაგმენტები და სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე. ნაშენია ადგილობრივი ჯიშის რუხი ფერის ქვებით. კოშკს სამი მხრიდან გარს ერტყმოდა გალავანი. ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება ციცაბო, ძალზედ ღრმა, კლდოვანი ხრამი და ამ მხრიდან საშიშროება ავტომატურად მოხსნილია. დასავლეთიდან გალავანი მთლიანად განადგურებულია. გალავნის სამხრეთი კედლიდან აღმოსავლეთის ნახევარია შემორჩენილი, იგი ძლიერ დაზიანებულია. შედარებით კარგად შემოინახა გალავნის აღმოსავლეთი ნაწილი. იგი ციხის ეზოს დონიდან ეშვება 8-9 მეტრის სიღრმეზე და დაშენებულია კლდოვან მასაზე. გალავნის ზედა ცენტრალურ ნაწილში შემორჩენილია შესასვლელის ნაშთი - ქვედა ზღურბლი (როგორც ჩანს ამ მხრიდან მისადგმელ კიბეს ხმარობდნენ). გალავანი ნაგებია სხვადასხვა ზომის ადგილობრივი ჯიშის ქვებისაგან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 37136