სახალხო ერთობის მოედანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოედანი მინინისა და პოჟარსკის ძეგლით შუაში

სახალხო ერთობის მოედანი (რუს. Площадь Народного единства) — მოედანი ნიჟნი-ნოვგოროდის ისტორიულ ცენტრში. წარმოადგენს ქალაქის კულტურულ ღრსშესანიშნაობას.

მდებარეობს ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ივანოვსკის კოშკის ახლოს. მოედანზე განთავსებულია ნიჟნი-ნოვგოროდის იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია და მინინისა და პოჟარსკის ძეგლი. ეკლესიის სახელისაგან მიიღო როჟდესტვენსკის ქუჩამ სახელი.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა პერიოდში და 2005 წლამდე მოედანს ერქვა სკობა, რადგან მის ახლოს მდებარეობდა სახლი რომელსაც ჰქონდა ზანდუკის (რუს. Скоба) ფორმა. იგი მდებარეობდა მინინისა და პოჟარსკის ძეგლის პირდაპირ[1]. სახელწოდება უფრო სახალხო იყო, ვიდრე ოფიციალური. უძველესი წარმომავლობის მქონე ნიჟნი-ნოვგოროდელები (გორკელები), მას ისევ სკობას უწოდებენ.

2005 წლის დეკემბერში ნიჟნი-ნოვგოროდის სახელმწიფო დუმის გადაწყვეტილებით მოედანს ოფიციალურად უწოდეს სახალხო ერთობის მოედანი. იგი მიიღეს დეპუტატთა კენჭისყრის შედეგად. სხვა ვარიანტები იყო „მოწოდების მოედანი“, „ივანოვსკის მოედანი“ და „საეკლესიო მოედანი“[2][3].

მოედნის სახელწოდება მჭიდროდაა დაკავშირებული სახალხო ერთობის მოედანთან, რომელიც აღინიშნება 4 ნოემბერს 2005 წლიდან.

მოედნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIII-XIV საუკუნეებში მოედანზე დაიწყო ვლადიმირ-სუზდალის სამთავროდან კოლონისტების დასახლება. შემდეგ კი მიმდებარე ქუჩებზე დაიწყო საცხოვრებელი სახლების აშენება.

არეულობის ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუზმა მინინი ნიჟნი-ნოვგოროდის მოედანზე, ხალხს შემოწირულობისკენ მოუწოდებს

მოედანი მთავარ როლს თამაშობდა არეულობის ხანაში. მოსკოვი დაკავებული ჰქონდათ პოლონელებს, მოსკოვის კრემლის ტერიტორიაზე იდგა პოლონურ-ლიტვური გარნიზონი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ალექსანდრე გონსევსკი. ამ მდგომარეობით კმაყოფილი არავინ იყო. ქალაქის მოსახლეობა დაზარალდა პოლონელი დამპყრობლებისაგან. ქალაქის მამასახლისმა კუზმა მინინმა, რომელიც ამ თანამდებობაზე აირჩიეს 1611 წლის სექტემბრის დასაწყისში, დაიწყო მოსახლეობაში მოწოდების გავრცელება განმათავისუფლებელი მოძრაობისაკენ. ამ საქმეში მას მხარი დაუჭირა ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდის საბჭომ, თავადებმა, სასულიერო საზოგადოებამ და მოსახლეობამ. მისი სიტყვის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება მოეწვიათ ნიჟნი-ნოვგოროდელების კრება. ქალაქელებმა თავდაპირველად ლოცვა აღავლინეს ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ტერიტორიაზე არსებულ ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ფერისცვალების ტაძარში. ამის შემდეგ მინინმა, ჯერ კიდევ ხის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის კარიბჭიდან მიმართა მოსახლეობას და მოუწოდა პოლონელი ინტერვენტების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. მოსახლეობა მამასახლისის სიტყვას დაეთანხმა[4].

ფინანსების შეგროვების შემდეგ დაისვა საკითხი სახალხო ლაშქრობის მთავარსარდლის შერჩევის შესახებ. მცირე დარწმუნების პროცესისი შემდეგ ასეთ ადამიანად შეარჩიეს თავადი დიმიტრი პოჟარსკი, მისი ხელმძღვანლობით ლაშქრობა წამოიწყეს მოსკოვზე, რათა იგი გაეთავისუფლებინათ პოლონელებისაგან.

ქვემო ნაკვეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვედა ბაზარი, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და კრემლის ივანეს კოშკი.

XIX საუკუნეში მოედანს შეარქვეს სახელწოდება „Миллиошка“, რადგან მის ტერიტორიაზე იკრიბებოდნენ მაწანწალებისა და ლოთების დიდი ოდენობა. აქვე მდებარეობდა ვაჭარ ბუგროვის ღამის გასათენებელი სახლი.

იოანე ნათლისმცემლის სახელობის ხის ეკლესია აგურის ეკლესიად გადააკეთეს 1839 წელს. მის გარშემო გახსნეს ხის სავაჭრო დუქნები. შემდეგ ეკლესიას მიაშენეს ალექსანდრე ნეველის სახელობის სამლოცველო, რომელსაც დააშენეს სამრეკლოც.

ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ივანოვსკის კოშკი 1786 წლიდან 1788 წლამდე გამოიყენებოდა, როგორც ციხე. შემდეგ მასში 1887 წლამდე განათავსეს პოლიციის დანაყოფი და სახანძრო ნაწილი. 1896 წელს მოედანზე გაიხსნა კრემლის ფუნიკულიორის სადგური სრულიად რუსული გამოფენის ფარგლებში[5].

სკობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მოედნის სახე კვლავ შეიცვალა. 1937 წელს დახურეს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია, ხოლო მისი წინამძღვარი დახვრიტეს. ამავე დროს ეკლესია გადააკეთეს „სამოქალაქო სახით“ და ნაწილობრივ გამოიყენებდნენ, როგორც კომუნალურ საცხოვრებელს. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული იყო და საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ წლებში გადაეცა მოტოციკლეტისტთა სკოლას[6]. ასევე საბჭოთა პერიოდში დაანგრიეს სასტუმრო ეზო იმისათვის, რომ იქ სავაჭრო დაწესებულებები გაეხსნათ. როჟდესტვენსკის ქუჩას, რომელიც იწყებოდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიიდან, უწოდეს კოოპერატიული ქუჩა, ხოლო შემდეგ მაიაკოვსკის ქუჩა. 1924 წელს დაიწყეს ტრამვაის ხაზის მშენებლობა, რის გამოც 1927 წელს დახურეს კრემლის ელევატორი[5]. ასევე დაიხურა ღამის გასათევი სახლიც. მის ადგილზე ააგეს გორკის სახლი, რომელშიც ახლა განლაგებულია ბიზნეს-ცენტრი[7][8]. 1950-იან წლებში დაანგრიეს აქ მდებარე ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია, რომელიც აღადგინეს ახალ ფორმაში 2011 წელს[9].

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის ივნისში დაიწყო იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის აღდგენა. ამისათვის თანხები მიიღეს მეცენატებისაგან. შეგროვებული 67 მილიონიდან 60 მილიონი გაიღო ცელულოზა-ქაღალდის კომბინატმა „ვოლგამ“. 2005 წლის 4 ნოემბერს ეკლესია აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ. ამავე დღეს გაიხსნა მინინისა და პოჟარსის ძეგლიც[10].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Скоба — Энциклопедия Нижнего Новгорода. www.nnov.ec. ციტირების თარიღი: 2018-01-16.
  2. Площадь народного единства в Нижнем Новгороде. В городе N. ციტირების თარიღი: 2018-01-16.
  3. Площадь Народного Единства — Энциклопедия Нижнего Новгорода. www.nnov.ec. ციტირების თარიღი: 2018-01-16.
  4. Национальный герой России Кузьма (Козьма) Минин. putdor.ru. ციტირების თარიღი: 2018-01-16.
  5. 5.0 5.1 Разобранные фуникулёры (элеваторы) в Нижнем Новгороде.. transp.nnov.ru. ციტირების თარიღი: 2018-01-16.
  6. Нижегородский храм Рождества Иоанна Предтечи на Нижепосадском торгу / Исторические справки / Патриархия.ru. Патриархия.ru. ციტირების თარიღი: 2018-01-16.
  7. Из истории Горьковского Дома моделей. www.archiv.nnov.ru. ციტირების თარიღი: 2018-01-16.
  8. Церковь Николая Чудотворца Нижнепосадского. www.temples.ru. ციტირების თარიღი: 2018-01-16.
  9. Храм в честь Казанской иконы Божией Матери. Сайт Нижегородской Митрополии. ციტირების თარიღი: 2018-01-16.
  10. Открытие памятника Минину и Пожарскому в Нижнем Новгороде / Фотоальбомы / Патриархия.ru. Патриархия.ru. ციტირების თარიღი: 2018-02-16.