საყდრისგორის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საყდრისგორის ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში. მდინარე ლაკბისხევის მარცხენა ნაპირზე. განეკუთვნება ძვ. წ. II ათასწლეულის დასარულს და ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისს.

ძეგლს მიაკვლია ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კიაზო ფიცხელაური). ნამოსახლარი თითქმის მთლიანადაა განადგურებული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შედეგად. ნამოსახლარი გამართულია ბუნებრივ ბორცვზე, რომელიც სამხრეთ–აღმოსავლეთიდან თხრილითაა დაცული. გორის აღმოსავლეთით, თავდაცვითი თხრილის გარეთ,გამოვლინდა პირვიწრო და პირგანიერი სამეურნეო დანიშნულების ოცამდე ორმო, რომლებიც ნამოსახლარის თანადროულია. ნამოსახლარის ჩრდილოეთ–აღმოსავლეთით 500მეტრზე, აღმოჩნდა ორმოსამარხებით წარმოდგენილი სინქრონული სამაროვანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]