საქაჯიის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქაჯიის მღვიმე — კარსტული მღვიმე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ასხის კირქვულ პლატოზე, მდინარე ჩერის აუზში, სოფელ მესამე ბალდის ჩრდილოეთით ზღვის დონიდან 320 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ეოცენურ შრეებრივ კირქვებში. წარმოადგენს 40-45 მ სიგრძის აღმავალ მღვიმეს. შესასვლელის სიმაღლეა — 2 მ, სიგანე — 7 მ. სიღრმეში განიერდება. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება მცირე ზომის სტალაქტიტები, სტალაგმიტები; მექანიკურიდან ლოდები. ჰავა დინამიურია, ზოგადად მშრალი, თუმცა ჩერის ვოკლუზებში წყალდიდობის დროს მღვიმიდან წყალი გამოედინება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.