საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
შეიქმნა 1930; 94 წლის წინ (1930)
ტიპი სსიპ
მდებარეობა თბილისი, საქართველო
ემსახურება რეგიონს საქართველო
ენა ქართული
მთავარი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
policeacademy.gov.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია - თბილისში, საქართველო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მისიაა სამართლის, მათ შორის, საპოლიციო რეგულირების სფეროში არსებული ცოდნის თავმოყრა, საზოგადოების სერვისზე ორიენტირებული სტანდარტების შემუშავებით მისი განახლება და სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენებით საჯარო და კერძო სექტორისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და ცოდნით აღჭურვილი, მაღალი ღირებულებებისა და პრინციპების, ასევე იურისტისათვის საჭირო უნარ-ჩვევების მქონე კადრების მომზადება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია 1930 წელს დაარსდა და დღემდე მრავალჯერ იცვალა სახე. 1930 წელს მილიციის უფროსი შემადგენლობის სკოლას შეეცვალა სტრუქტურა და მის ბაზაზე რიგითი პოლიციელების მომზადებას ჩაეყარა საფუძველი. 1941 წლის იანვრიდან მილიციის უფროსი შემადგენლობის სკოლას სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თბილისის მილიციის სკოლის სახელი მიენიჭა. 1941 წლით დათარიღებულ დოკუმენტებში კურსანტებსა და მსმენელებს შორის პირველად ვხვდებით ქალთა შემადგენლობას. 1994 წელს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, მილიციის უმაღლესი სკოლა შსს-ს აკადემიად გარდაიქმნა. 2006 წლის 15 მარტს შსს-ს აკადემიის შემადგენლობაში შევიდა სპეციალური მომზადების ცენტრი. 2012 წლის 1 ივნისს აკადემიის დაქვემდებარებაში გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი. შსს-ს არქივი აერთიანებს ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივებს. შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, 2016 წელს აკადემიაში დაინერგა დისტანციური სწავლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. დაარსდა კურსდამთავრებულთა საზოგადოება, სადაც 2016 წლის პირველი გამოშვების 39 მაგისტრია გაწევრიანებული.[1]

აკადემიის მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემია მოწოდებულია გახდეს საპოლიციო განათლების ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი და საპოლიციო რეგულირების სფეროში დასავლური მიღწევების შესწავლის, კვლევისა და ანალიზის საფუძველზე უზრუნველყოს არსებული გამოწვევების დაძლევა.[2]

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამინისტროს სისტემისათვის უმაღლესი განათლებით სპეციალისტების მომზადება;
  • სპეციალური პროფესიული განათლებით სპეციალისტების მომზადება როგორც სამინისტროსათვის, ისე სხვა გასამხედროებული დაწესებულებებისათვის და აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა, ასევე პოლიციის სისტემისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მომზადება, გადამზადება და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება;
  • საჯარო და კერძო სექტორისათვის უმაღლესი განათლებით სპეციალისტების მომზადება;
  • ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალისტთა მოსამზადებლად შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზება ან/და ტესტირება;
  • საარქივო საქმიანობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში, საერთაშორისო კავშირების დამყარება და განვითარება, პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა.
  • საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
  • საგამომცემლო საქმიანობა;
  • საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება;
  • სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოება და რეალიზება;
  • დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა ამ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
  • შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და ამ წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ისტორია — PoliceAcademy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-29. ციტირების თარიღი: 2018-07-20.
  2. ჩვენს შესახებ - PoliceAcademy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-29. ციტირების თარიღი: 2018-07-20.