საქართველოს მეფუტკრეობის სამეცნიერო-საწარმოო რესპუბლიკური გაერთიანება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს სსრ სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის საქართველოს მეფუტკრეობის სამეცნიერო-საწარმოო რესპუბლიკური გაერთიანება— სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. დაარსდა 1889 წელს თბილისში მეაბრეშუმეობის სადგურთან ერთად. 1936 წელს გამოეყო და მის ბაზაზე საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შეიქმნა მეფუტკრეობის განყოფილება. 1959 წელს კი დაარსდა დამოუკიდებელი დაწესებულება მეფუტკრეობის საცდელი სადგურის სახელწოდფებით, ხოლო 1976 წლიდან გადაკეთდა საქართველოს მეფუტკრეობის სამეცნიერო-საწარმოო რესპუბლიკური გაერთიანებად. ჰქონდა განყოფილებები: მომშენებლობის, დაავადებებთან ბრძოლის, პროდუქტთა ტექნოლოგიის, საკვების ბაზის, ეკონომიკური და ორგანიზაციის, ინფორმაციი. სადგურს ექვემდებარებოდა რამდენიმე საყრდენი პუნქტი საგარეჯოში, გარდაბანში, ჩოხატაურში, დუშეთსა და ბათუმში. სადგურმა შეიმუშავა მომთაბარეობასთან დაკავშირებული ტექნოლოგია და ასაწყობ-სდასაშლელი ხის სახლის ტიპი. გამოიკვლია ქართული ფუტკრის სხვადასხვა პოპულაციის გეოგრაფიული ასპექტები და შეადგინა რეკომენდაციები საუკეთესოთა მოშენებისათვის. რეგულარულად იკვლევდა ფუტკრის დაავადებათა გავრცელებას, მათ გამომწვევ მიზეზებს და წარმოებას აძლევდა საჭირო რეკომენდაციებს მკურნალობის ღონისძიებათა შესახებ. ჰქონდა ექსპერიმენტული საფუტკრეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]