სტრატოსტატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტრატოსტატი

სტრატოსტატი — თავისუფალი აეროსტატი, რომელიც განკუთვნილია სტრატოსფეროში, 11000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე ასაფრენად. თუ სტრატოსტატს ჰყავს ეკიპაჟი, მაშინ მისი გონდოლა ჰერმეტულია და აქვს სიცოცხლის უზრუნველყოფისათვის საჭირო აპარატურა. სტრატოსტატის მთლიანად გავსებული გარსის მოცულობა აფრენის სიმაღლისა და ასაწევი მასის შესაბამისად 14000-იდან 105 000 მ³-მდე იცვლება. სტრატოსფეროს მხოლოდ ქვედა ფენებამდე ასაფრენ სტრატოსტატს უწოდებენ. ეკიპაჟიანი სტრატოსტატებით ყველაზე მეტჯერ გაფრინდნენ XX საუკუნის 30-იან წლებში.

ლიტერატურა[რედაქტირება]