სასახლის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სასახლის ხიდი
რუს. Дворцовый мо́ст
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°56′28″ ჩ. გ. 30°18′30″ ა. გ. / 59.94111° ჩ. გ. 30.30833° ა. გ. / 59.94111; 30.30833
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია ნევა
თაღების რაოდენობა 5
სიგრძე 260 
სიგანე 27,7 
გზის ხაზების რაოდენობა 6
გახსნის თარიღი 1916 წ.
რეკონსტრუქცია 1896-1897, 1911-1916, 1976-1978, 2012-2013 წწ.
კულტურული
მემკვიდრეობის
ობიექტი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802129000
სასახლის ხიდი — რუსეთი
სასახლის ხიდი
სასახლის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
სასახლის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

სასახლის ხიდი (რუს. Дворцовый мост) — საფეხმავლო და საავტომობილო გასახსნელი ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე ნევაზე. ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და ვასილევსკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 260 მეტრი, ხოლო სიგანე — 27,7 მეტრი.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდმა სახელწოდება მიიღო ახლოს მდებარე ზამთრის სასახლისა და სასახლის სანაპიროს მიხედვით. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ 1918 წელს ხიდს უწოდეს რესპუბლიკის ხიდი, 1952 წელს კი დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდის აშენების საკითხი განიხილებოდა ჯერ კიდევ XIX საუკუნის 20-30იან წლებში.

1853 წელს ნიკოლოზ I-მა დააკმაყოფილა ვაჭართა ფენის წარმომადგენლების თხოვნა ისააკის ხიდის ამ ადგილზე გადმოტანის შესახებ, რათა პირვაპირი კავშირი ჰქონოდათ ბირჟასთან და სავაჭრო პორტთან. ხიდის ახალ ადგილზე დამონტაჟების პროექტი შეიმუშავა ინჟინერმა ივან გერარდმა. ისააკის ხიდის გადატანა დასრულდა 1856 წლის 10 დეკემბერს.

1877 წელს ხიდზე გაიარა კონკის ხაზმა. 1878 წელს ხიდზე, პეტერბურგში პირველად დატესტეს განათების სისტემა. დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ხიდი მთელი ღამის განმავლობაში განათებული იყო.

1912 წელს მუდმივი ხიდის მშენებლობის დაწყების შემდეგ მოტივტივე ხიდ გადაიტანეს სენატის მოედანზე, სადაც მდებარეობდა 1916 წლამდე, სანამ არ დაიწვა.

მუდმივი ხიდის აგებისათვის გამცხადდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 27 პროექტმა, თუმცა კომისიამ არცერთი პროექტი არ მიიღო. კონკურსი გაგრძელდა 1904 წლის მაისამდე. წარმოადგინეს კიდევ 19 პროექტი. შედარებით უკეთესად მიიჩნიეს საზოგადოება „ბატინოლის“ მიერ წარმოდგენილი პროექტი, თუმცა რუსეთ-იაპონიის ომმა და 1905 წლის რევოლუციამ ხელი შეუშალა ხიდის პროექტირებას.

საბოლოოდ ხიდის მშენებლობა დაიწყო 1911 წლის ბოლოს. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ შეაჩერა ხიდის მშენებლობა. საბოლოოდ ხიდის მშენებლობა დასრულდა 1916 წლისათვის, თუმცა მანამდე 1915 წლისათვის გაიხსნა საფეხმავლო მოძრაობა ხიდზე. ხიდი კი საბოლოოდ გაიხსნა 1916 წლის 23 დეკემბერს. ხიდის საზეიმო გახსნას არ დაესწრო მოწვეული სტუმრების 90 %, არ მოვიდა თავად ქალაქის თავი დელიანოვი და ლენტი გაჭრა მისმა მოადგილემ დემკინმა.

საბჭოთა პერიოდში ხიდი არაერთხელ გაარემონტეს. 1997 წელს კი ხიდიდან აყარეს ტრამვაის ხაზები.

კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი ხუთმალიანია, აგებულია მეტალისაგან და შუა მალა გასახსნელია. ხიდის სავალი ნაწილი შედგება 6 ზოლისაგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Богданов Г. И., Ярохно В.И. В гранит оделася Нева, мосты повисли над водами... : к 200-летию Петербургского государственного университета путей сообщения, 1809-2009, и 125-летию кафедры "Мосты" ПГУПС. — СПб.: Голанд, 2009. — 174 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 328—329. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 65. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • Кочедамов В. И. Мосты Ленинграда. — Л.: Искусство, 1958. — 60 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]