ლიტეინის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიტეინის ხიდი
რუს. Литейный мост
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°57′05″ ჩ. გ. 30°20′57″ ა. გ. / 59.95139° ჩ. გ. 30.34917° ა. გ. / 59.95139; 30.34917
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია მდინარე ნევა
სიგრძე 396 
სიგანე 34 
გახსნის თარიღი 1849 წ.
რეკონსტრუქცია 1851-1879, 1966-1967 წწ.
კულტურული
მემკვიდრეობის
ობიექტი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802131000
ლიტეინის ხიდი — რუსეთი
ლიტეინის ხიდი

ლიტეინის ხიდი (რუს. Литейный мост) — მდინარე ნევაზე მეორე მუდმივმოქმედი, გასახსნელი ხიდი. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში. იგი აკავშირებს ლიტეინის გამზირს ვიბორსკის რაიონთან. ხიდის სიგრძე 396 მეტრია, სიგანე კი — 34 მეტრი. ლიტეინის ხიდის ტერიტორიაზე მდინარე ნევა თავის მაქსიმალურ სიღრმეს, 24 მეტრს აღწევს.

  • მონიშნული სიის ელემენტი

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უძველესი რუკები ცხადყოფენ, რომ ჯერ კიდევ ქალაქის დაფუძნებამდე, დაახლოებით დღევანდელ ხიდთან მდებარეობდა რუსეთსა და შვედეთს შორის საზღვარი. სანქტ-პეტერბურგში მუდმივი ხიდის აშენების გადაწყვეტილება 1865 წლის 4 აპრილს დროებითი მცურავი ხიდის ჩაძირვის შემდეგ მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მოვლენები წარსულში ხდებოდა და ხიდი არაერთხელ ჩაძირულა, იმ დროს მკვეთრი რეაგირება მოჰყვა ამ შემთხვევას მთავრობისგან და შეიქმა სპეციალური საექსპერტო კომისია. 1871 წლის 22 აპრილს ღია კონკურსი გამოცხადდა და წარმოადგინეს სულ 17 წინადადება. კონკურსის შედეგად, ვესტმინსტერის ბანერის პროექტის მიხედვით, ქალაქის ხელისუფლებამ შეარჩია გამარჯვებული. თუმცა, ტრანსპორტის სამინისტრომ უარყო შედეგები და საკუთარი საექსპერტო კომისია შექმნა, მათვე გამარჯვებულად გამოაცხადეს ინჟინერ-პოლკოვნიკ ა. სტრუვის პროექტი, რომელიც კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო.

ახალი ხიდის მშენებლობა 1875 წლის 30 აგვისტოს დაიწყო. ხიდის მშენებლობის პროცესი საგრძნობლად რთული იყო, ხოლო მომდევნო მშენებლობის ოთხი წლის განმავლობაში ორი ფატალური უბედური შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა. ხიდის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი 1879 წლის 1 ოქტომბერს შედგა.

1903 წელს უწოდეს ალექსანდრეს ხიდი, იმპერატორ ალექსანდრე II-ის სახელის უკვდავსაყოფად, მაგრამ ეს სახელი ვერ დამკვიდრდა საზოგადოებაში და 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ აღადგინეს მისი თავდაპირველი სახელწოდება „ლიტეინის ხიდი“.

გახსნის შემდეგ, ხიდი აღჭურვილი იყო ელექტრო განათებით, რომლის ავტორიც იყო რუსი გამომგონებელი პაველ იაბლოჩკოვი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]