სასაფრასი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სასაფრასი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Sassafras | ||
| დაცვის სტატუსი | ||
სასაფრასი (Sassafras) — დაფნისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივანი ხეებისა და ბუჩქების გვარი. აქვს მთლიანი და 2—7-ნაკვთიანი ფოთლები აქვს. წვრილი, მომწვანო-მოყვითალო ყვავილები შეკრებილია ნახევარქოლგა ყვავილებად. ნაყოფი კურკიანაა. გვარში 3 სახეობაა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტისპირა შტატებში, ჩინეთის კონტინენტურ რაიონებში და კუნძულ ტაივანზე. სამკურნალო სასაფრასი ანუ ანისულის ხე ინტროდუცირებულია სოხუმში.