საპროპელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შლამი

საპროპელი (ბერძნ. σαπρός — დამპალი და πηλός — შლამი, ტალახი) — მტკნარი წყალსატევების ლამიანი დანალექი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ორგანულ ნივთიერებებს. წარმოადგენს წყალმცენარეების, ცოცხალი ორგანიზმების, პლანქტონისა და ნიადაგის დამპალი ნაწილაკების ნარჩენს. მდიდარია ორგანული ნივთიერებებით — ჰუმუსით.

ნეშომპალა, ნახშირწყლები, ბიტუმი და სხვ., კოლოიდურ მდგომარეობაშია. საპროპელი ტბებისა და ლაგუნების ფსკერზე წარმოიქმნება. იყენებენ ტალახით მკურნალობისას. სოფლის მეურნეობაში საპროპელს იყენებენ სასუქად. განსაკუთრებით ეფექტურია მჟავე და მსუბუქ ქვიშიან ნიადაგებზე გამოყენებისას. საპროპელური სასუქი უნიკალური პროდუქტია, რომელსაც ნიადაგის გასაუმჯობესებლად იყენებენ. საპროპელი, რომელიც მდიდარია კალციუმით, რკინითა და ფოსფორით იყენებენ რაციონის სახით სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]