საოცრება (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„საოცრება“
რეჟისორი სტივენ ჩბოსკი
პროდიუსერი დევიდ ჰობერმანი
ტოდ ლიბერმანი
სცენარის ავტორი სტივენ ჩბოსკი,
ჯეკ თორნი,
სტივ კონრადი
ეფუძნება რაკელ პალაციოს ამავე სახელწოდების ნაწარმოებს
როლებში ჯეიკობ ტრამბლე,
ჯულია რობერტსი,
ოუენ უოლსონი,
ნოა ჯუპი,
იზაბელა ვიდოვიჩი
კომპოზიტორი მარსელო ზარვოსი
ოპერატორი დონ ბიორჯესი
დისტრიბუტორი Lionsgate
გამოსვლის თარიღი 2017 წელი
ხანგრძლივობა 113 წთ.
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $20 მილიონი
შემოსავალი $277.5 მილიონი
საიტი ოფიციალური ვებგვერდი

საოცრება (ინგლ. Wonder) — რეჟისორ სტივენ ჩბოსკის ამერიკული საოჯახო დრამა, რომელიც დაფუძნებულია რ. ჯ. პალაციოს ამავე სახელწოდების ნაწარმოებზე. ფილმში მთავარ როლს ასრულებენ მსახიობები ჯეიკობ ტრამბლე, ჯულია რობერტსი, ოუენ უილსონი, ნოა ჯუპი და იზაბელა ვიდოვიჩი. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა 2017 წლის 16 ნოემბერს[1][2][3].

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავგუსტ პულმანი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, „ვარსკვლავური ომების“ ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში. იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - მას სახე არ აქვს. მან 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ ჰგავს სხვა ბავშვებს. ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ashley Lee (2/13/2017). „Julia Roberts' Drama 'Wonder' Pushed to November“. The Hollywood Reporter (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-10-28. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. „Julia Roberts and Jacob Tremblay's 'Wonder' gets spring 2017 release date“. Entertainment Weekly (ინგლისური). 2016-06-08. ციტირების თარიღი: 2017-10-28.
  3. ЧУДО - Wonder: кассовые сборы, о фильме. Бюллетень кинопрокатчика. ციტირების თარიღი: 2017-10-28.