სანამ თოვს

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„სანამ თოვს“

ავტორი ფარნა-ბექა ჩილაშვილი
ქვეყანა თურქეთი
ენა ქართული
თემა თურქეთში მცხოვრები ქართველები
ჟანრი პროზა
გამომცემელი არტანუჯი
გამოცემის თარიღი 2012
მედია რბილი ყდა
გვერდი 186
წინამორბედი დედა ენა, 2008
მომდევნო ერთი წვეთი ლიმონი, 2014
ISBN 978-9941-421-40-2

სანამ თოვსფარნა-ბექა ჩილაშვილის 2012 წლის მოთხრობების კრებული.

ანოტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრებული „სანამ თოვს“[1] გამოიცა 2012 წელს, თბილისში, გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ.

კრებულში შესულია მწერლის მიერ ქართულ ენაზე დაწერილი მოთხრობა „ბოლო სურვილი“, სხვა მოთხრობები კი ნათარგმნია თურქული ენიდან ზურაბ ბატიაშვილის (დარუჯანაშვილის), ელისაბედ ბჟალავას, ლელა დადიანის, თამარ თევდორაძის, ნანა კაჭარავას, ციცო კაიკაცაშვილის, ნანა ჯანაშიას მიერ.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოლო სურვილი (დაწერილია ქართულად )
  • ასიეს თეთრი ცხენები
  • ბებიაჩემის მოგზაურობა სტამბოლში
  • ფოტოსურათების მოთხრობები I
  • ფოტოსურათების მოთხრობები II
  • გადაღმა მცხოვრები გოგონა
  • დედაჩემის ჯადოსნური ჯინები
  • გულ-ჯემალი
  • დამსხვრეული შუშის დღე[2]
  • დამტოვე შორს
  • დიდი ნადირობა ირემზე
  • თოვლის დედოფალი
  • მარტოსული
  • მგლები
  • მეფე სოლომონი
  • მოხუცი კაცის სიკვდილი
  • მსხლის ხის ჩრდილი
  • რა იცოდა მამაჩემმა
  • სანამ თოვს
  • ღვთის მხურვალე ხელი
  • ჩემი სახელი
  • წისქვილისკენ მიმავალი გზა
  • უკვე ძალიან გვიანია
  • სექტემბრამდე და სექტემბრის შემდეგ
  • უჩინმაჩინი
  • გულისტკივილის წამი

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილმა ქართველმა პოეტმა ბელა ჩეკურიშვილმა ასე შეაფასა ფარნა-ბექა ჩილაშვილის ეს მოთხრობები:

ვიკიციტატა
„მიუხედავად წიგნის კულტურული მნიშვნელობისა, მწერალმა სიტყვით უნდა მოგაწონოს მაინც თავი. პირველივე მოთხრობაში, სწორედ იმაში, ქართულ ენაზე რომ დაიწერა და რომელიც მხოლოდ დიალოგებზეა აგებული, ვიგრძენი ის სიხარული, კარგი ტექსტის წაკითხვას რომ მოაქვს: მოთხრობა „ბოლო სურვილი“ ახალგაზრდა კაცისა და ზღვის პირას თოკით მიბმული ნავის დიალოგს წარმოადგენს. დიდხანს ვერ ხვდებით, ვის ელაპარაკება ახალგაზრდა შეყვარებული, ერთხანს ეს მოსაუბრეც ადამიანი გგონიათ, მერე – ზღვა, მერე ფიქრობთ, რომ შეიძლება საზღვარიც იყოს, სასაზღვრო ზოლი, ანდა, სულაც დროშა. ბოლოს კი აღმოაჩენთ, რომ მოთხრობის მთავარი გმირი არც შეყვარებული ახალგაზრდაა და არც მწერლის სათქმელი ემსახურება რომანტიკული გრძნობების ჩვენებას, და რომ შეიძლება ერთი შეხედვით მარტივი ადამიანური ემოციები მწერალმა იმის საჩვენებელ ფონად გამოიყენოს, რასაც ყველაზე უმთავრესი მოთხოვნილება – თავისუფლება ჰქვია, თუნდაც ეს თოკით დაბმული ნავის თავისუფლება იყოს.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ერთი წვეთი ლიმონი - ჩილაშვილი
  2. ფარნა-ბექა ჩილაშვილი — „დამსხვრეული შუშის დღე“ (მოთხრობა)
  3. ბელა ჩეკურიშვილი — მწერალი ქართულ-თურქულ კულტურულ დიალოგში, გაზეთი „24 საათი“, 5 ივნისი, 2012