სამეფო დათვის სოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამეფო დათვის სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Butyriboletus regius (Krombh.) D.Arora & J.L.Frank, 2014

სამეფო დათვის სოკო[1] (ლათ. Butyriboletus regius; ადრე Boletus regius) — სოკოს სახეობა ბუტირიბოლეტუსის გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკას, აგრეთვე ევროპასა და აზიას (კორეა და იაპონია).

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. იხმარება ახალი და დაკონსერვებული. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, უპირატესად წიფლნარში.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იულიუს ვინცენც ფონ კრომბჰოლდმა 1832 წელს როგორც Boletus regius.[2] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭეს ამერიკელმა მიკოლოგებმა დევიდ არორამ და ჯონათან ლ. ფრენკმა.[3]

  • Boletus regius Krombh., 1832
  • Dictyopus appendiculatus var. regius (Krombh.) Quél., 1886
  • Suillus regius (Krombh.) Kuntze, 1898
  • Tubiporus regius (Krombh.) P.Karst., 1882

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი — 6-15 სმ, თავდაპირველად ამოზნექილი, ბალიშისებრი, შემდგომში უფრო ბრტყელი. კანი გლუვი, ზოგჯერ იფარება მოთეთრო ბადისებრი ბზარებით, მბრწყინავია, ნესტიან ამინდში ლორწოვანი. შეფერილობა — ვარდისფერი ან წითელი.

რბილობი — მყარი, ყვითელი, გაჭრისას იღებს ცისფერ ან ყვითელ ფერს, ახასიათებს სასიამოვნო სუნი და გემო.

ფეხის სიგრძე — 5-15 სმ, სისქე — 2-6 სმ, გამსხვილებული, მოყვითალო-მურა, ზედა ნაწილში ახასიათებს ყვითელი თხელი ბადისებრი გამოსახულება.

ჰიმენოფორი — თავისუფალი, ღრმა ამონაჭერით ფეხთან ახლოს, ყვითელი ან მომწვანო ფერით. მილაკები — 1-2,5 სმ წვრილი მომრგვალო ფორებით.

სპორების მტვერი მურა-ზეთისხილისფერი, სპორები — 15×5 მკმ, თითისტარისებრი, გლუვი.

ცვალებადობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის ფერი როგორც წესი ღია წითელი ან ვარდისფერია, ზოგჯერ მოწითალო მურა ყვითელი ან ზეთისხილისფერი ელფერით.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკოლოგია და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკა, ასევე ევროპასა და აზიას. ევროპაში იშვიათი სოკოა, ხოლო აზიაში გვხვდება მხოლოდ კორეასა და იაპონიაში.[4] შედის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[5]

იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, უპირატესად წიფლნარში, სილიან და კირიან ნიადაგზე.

სეზონი — ივნისიდან სრქტემბრამდე.[6][7]

კვებითი ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. დიდად ფასობს მყარი და სურნელოვანი რბილობის გამო. იხმარება ახალი და დაკონსერვებული. ხმარობენ სოუზებშიც. შესაძლებელია სოკოს ნაწილებად დაჭრა და გაყინვა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Грибы: Справочник, М.: „Астрель“, „АСТ“, 2001. — გვ. 213, ISBN 5-17-009961-4.
  • Справочник-определитель: Грибы / отв. за выпуск Ю. Г. Хацкевич. — Мн.: Харвест, 2002. — С. 96. — 480 с. — 7000 экз. — ISBN 985-13-0913-3.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე-დვალი), გერმანულ-ქართული, ქართულ-გერმანული ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი: „ფავორიტ პრინტი“, 2012. — გვ. 45, ISBN 978-9941-0-5460-0.
  2. von Krombholz J.V. (1832). Naturgetreue Abblidungen und Beschreibungen der essbaren, schädlichen und verdächtigen Schwämme (German). Prague: In Commission in der J. G. Calve'schen Buchhandlung, 1831–1846, გვ. 3, t. 7. 
  3. Arora D, Frank JL (2014). „Clarifying the butter Boletes: a new genus, Butyriboletus, is established to accommodate Boletus sect. Appendiculati, and six new species are described“. Mycologia. 106 (3): 464–80. doi:10.3852/13-052. PMID 24871600. S2CID 207708824.
  4. Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2014-04-18.
  5. Koune J.-P. (2001). Threatened Mushrooms in Europe. Council of Europe, გვ. 29. ISBN 978-92-871-4666-3. 
  6. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 2, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1980, p. 468-477, ISBN 3-405-12081-0
  7. Hans E. Laux: „Der große Pilzführer, Editura Kosmos, Halberstadt 2001, p. 78-79, ISBN 978-3-440-14530-2