სამგორის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამგორის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა, შეიქმნა 1953 წელს სამგორის ველზე, ქ. თბილისის აღმოსავლეთით (თბილისი დაშორებულია 23 კმ-ით). სამგორის ზემო მაგისტრალური სარწყავი არხის მწყობრში შესვლის შემდეგ კარგი პირობები შეიქმნა მევენახეობისა და მეხილეობის განვითარებისათვის. მეურნეობის შექმნის მიზანი იყო თბილისისა და რუსთავის მოსახლეობის მომარაგება ახალი ყურძნით, რისთვისაც გაშენდა ყურძნის ჯიშები: რქაწითელი (232 ჰა), განჯური (120 ჰა), ჩინური (24 ჰა) და სხვა. აშენდა 400 ტევადობის მაცივარი, რაც ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში მოსახლეობისათვის ახალი ყურძნის მიწოდების საშუალებას იძლევა, მთლიანად მეურნეობას უჭირავს 879 ჰა ფართობი ქარსაფარ ზოლებს — 55 ჰა, ვაზი გაშენებულია 401 ჰა-ზე, ბაღი — 38 ჰა-ზე. მეურნეობას აქვს მსხვილფეხა რქიანი პირუტყვის ფერმა, საფუტკრე და სხვა. მეურნეობის შემოსავლის 94%-ს მევენახეობა იძლევა (წელიწადში 1500—1600 ტ ყურძენი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]