სალომე ქართველი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სალომე ქართველი - ქართველი წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 20 ივლისი, ახალი სტილით - 2 აგვისტო. მის შესახებ ცნობას გვაწვდის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარი: „ამასვე დრესა (2 ივლისი) წამებაჲ სალომე ქართველისაჲ, რომელ პირველ შესცდა სპარსთა მიერ და ქრისტე უარყო. ამისა შემდგომად კუალად აღიარა სარწმუნოებაჲ ქრისტესი და თავი წარეკვეთა და ცეცხლისა მიერ სრულ იქმნა წამებაჲ მისი.“

ტიმოთე გაბაშვილი თავის „მიმოსვლაში“ აღნიშნავს, რომ: „მუნ (ე. ი. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში) წამებულა წმიდა მოწამე სალომე რამეთუ შეუპყრიათ უსჯულოთა და დატევებისათვის სჯულისა აიძულებდნენ რა, განბასრა სარწმუნოება მათი მხნემან მან. ამის შემდგომად ცეცხლითა და მახვილითა უწამებიათ სანატრელი იგი.“

როგორც ცანს სალომე ქართველი იყო იერუსალიმის დედათა სავანეში მოღვაწე ქალი. ვარაუდობენ რომ ის ეწამა წმინდა ლუკა იერუსალიმელის (გ. 1227 წ. ხს. 12 თებერვალი) მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

წმინდანთა ცხოვრება, ტ. III, თბ. 2001 წელი, გვ., 77