საკაი ტოსიჰიკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკაი ტოსიჰიკო

საკაი ტოსიჰიკო, ლიტერატურული ფსევდონიმი კარეგავა (დ. 25 ნოემბერი, 1870, ფუკუოკის პრეფექტურა — გ. 23 იანვარი, 1933, ტოკიო) — იაპონიის საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი.

1904 დ. კოტოკუსთან ერთად იაპონურ ენაზე თარგმნა „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“. რუსეთში ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ სოციალიზმის იდეების საჯარო პროპაგანდას ეწეოდა. მონაწილეობდა იაპონიის კომპარტიის (იკპ) შექმნაში (1922). 1923 წელს დააპატიმრეს. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ (1924) ჩამოშორდა იკპ-ს და მიემხრო სოციალ-დემოკრატებს. 1930 იყო ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული სრულიად იაპონიის მასობრივი პარტიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი, გახდა ამ პარტიის ანტისამხედრო კომიტეტის მრჩეველი და თავმჯდომარე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 8, გვ. 667, თბ., 1984