საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლიციის თანამშრომლები ურთიერთობენ საზოგადოებასთან დე-მოინში, აიოვა, პოლიციის კვირეული 2010

საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია (ინგლ. Community-oriented policing) — თემზე, უბანზე მიმართული პოლიციის მუშაობის სტრატეგია, რომელიც ფოკუსირებულია მოსახლეობასთან კავშირის დამყარებასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე. საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მუშაობა მოსახლეობასთან წარმოადგენს სრული პერსონალიზებული პოლიციის მუშაობის იდეას, როცა ერთი და იგივე პოლიციის ოფიცერი მუდმივად ახორციელებს პატრულირებას და მუშაობას ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, დეცენტრალიზებული ადგილიდან, პრაქტიკულად მუშაობს მოქალაქეებთან პრობლემების განსაზღვრისა და გადაჭრისთვის.[1]

მოსახლეობასთან საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მუშაობის ძირითადი მიზანი ისაა, რომ პოლიციამ კავშირი დაამყაროს მოსახლეობასთან ადგილობრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების წევრებთან ურთიერთქმედების გზით, პარტნიორობისა და სტრატეგიების ჩამოყალიბებით, დანაშაულისა და წესრიგის დარღვევის შესამცირებლად.[2][3][4][5][6][7] მართალია, მოსახლეობასთან საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მუშაობა დაბალი დონის დანაშაულსა და წესრიგის დარღვევაზეა ორიენტირებული,[8] მაგრამ გატეხილი ფანჯრების თეორია ითვალისწინებს, რომ ამას ასევე შეუძლია სერიოზული დანაშაულის შემცირებაც.[9]

მოსახლეობასთან საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მუშაობა დაკავშირებულია პრობლემებზე ორიენტირებულ უბნის პოლიციის მუშაობასთან და მოკვლევაზე დაფუძნებული პოლიციის საქმიანობის ორგანიზებასთან და განსხვავდება რეაქციული საპოლიციო საქმიანობის სტრატეგიებისგან, რომლებიც XX საუკუნის ბოლოს დომინირებდა.[10] ის არ გამორიცხავს რეაქციული საპოლიციო საქმიანობის საჭიროებას, თუმცა წარმატებულ პრევენციას შეუძლია ამ უკანასკნელის საჭიროების შემცირება. პოლიციის მრავალ ქვედანაყოფს ჰყავს ჯგუფები, რომლებიც კონკრეტულად ფოკუსირებულია მოსახლეობასთან საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მუშაობაზე, როგორიცაა, უბნის პოლიციის ჯგუფები გაერთიანებულ სამეფოში, რომლებიც განცალკევებულია უფრო მეტად ცენტრალიზებული ერთეულებისგან, რომლებიც რეაგირებენ საგანგებო შემთხვევებზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწის რობერტ პილის იდეები პოლიციის მუშაობასთან დაკავშირებით ზოგჯერ მიჩნეულია მოსახლეობასთან საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მუშაობის წინამორბედად.[11][12]

ტერმინი „საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მუშაობა მოსახლეობასთან“ ხმარებაში შემოვიდა XX საუკუნის ბოლოს[13] და შემდგომში, მხოლოდ საპოლიციო ორგანიზაციის წინამორბედი ფილოსოფიის პასუხად. ზოგიერთმა ავტორმა მოსახლეობასთან საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მუშაობის ძირითადი ღირებულებები დაუკავშირა რ. პოლის გარკვეულ პრინციპებს. ეს პრინციპები ითვალისწინებდა იდეებს, რომ პოლიციას უნდა ჰქონოდა ‘საზოგადოებასთან თანამშრომლობისა“ და დანაშაულის პრევენციის პრიორიტეტიზაციის მცდელობა.[14]

XX საუკუნის დასაწყისში, ავტომობილების, ტელეკომუნიკაციების გაჩენამ და სუბ-ურბანიზაციამ პოლიციის მუშაობის ტრანსფორმაცია მოახდინა. პოლიციამ დაიწყო რეაქციული სტრატეგიის გამოყენება პროაქტიული მიდგომის სანაცვლოდ და ფოკუსირებული იყო გამოძახებებზე შეძლებისდაგვარად სწრაფ რეაგირებაზე და დანაშაულის შესაჩერებლად ეყრდნობოდა საავტომობილო პატრულს. ზოგიერთმა პოლიციის ქვედანაყოფმა, მაგალითად, ჩიკაგოს პოლიციის დეპარტამენტმა, ოფიცრების როტაცია დაიწყო სხვადასხვა უბნებში, კორუფციის პრევენციის მიზნით და ამის შედეგად, ქვეითი პატრული იშვიათი გახდა. ამ ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეცვალა პოლიციის მუშაობის ხასიათი მრავალ უბანში.[15]

1960-იანი წლებისთვის, მრავალი ქვეყანა, მაგალითად, აშშ, ეძებდა გზებს პოლიციურ ძალებსა და რასობრივ უმცირესობებს შორის ურთიერთობის გამოსასწორებლად.[16] მაგალითად, 1967 წელს, პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა დანიშნა „ცისფერი ლენტის“ კომიტეტი საზოგადოების წევრების მხრიდან პოლიციის მიმართ აშკარა უნდობლობის შესასწავლად, განსაკუთრებით რასობრივი კუთხით. მომზადებული ანგარიშით, პრეზიდენტის სამართალდაცვისა და სამართლის აღსრულების კომისიის მიერ შეთავაზებულ იქნა ახალი ტიპის პოლიციის ოფიცრის ჩამოყალიბება, რომელიც იმოქმედებდა, როგორც მოსახლეობასთან ურთიერთობის წარმომადგენელი და იმუშავებდა სამართალდამცავ ორგანოებსა და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის კავშირის ჩამოსაყალიბებლად.[17] გარდა ამისა, კანზასის პრევენციული პატრულის ექსპერიმენტმა წარმოადგინა მტკიცებულებები იმისა, რომ უმიზნოდ მოძრავი საავტომობილო პატრული არ წარმოადგენდა დანაშაულის შეჩერების ეფექტურ საშუალებას.[18] ანალოგიურად, 1981 წლისთვის, აშშ საპოლიციო ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პოლიციის ოფიცრები იმდენად დიდ დროს ხარჯავდნენ რეაგირების მოვალეობებზე და მანქანებში, რომ ისინი იზოლირებული გახდნენ მოსახლეობისგან.[19]

მეთოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზოგადოებაზე ორიენტირებული მრავალი პოლიციური სტრუქტურა ფოკუსირებულია ოფიცრების განაწილებაზე კონკრეტულ ტერიტორიაზე, რომელსაც ეწოდება „სამოქმედო ტერიტორია“[20] და ეს ოფიცრები ამ ტერიტორიას ეცნობიან „სამოქმედო ტერიტორიის პროფილირების“ პროცესის საშუალებით. შემდეგ ოფიცრებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა შეიმუშაონ კონკრეტული საპატრულო სტრატეგიები ამ უბნისთვის დამახასიათებელი დანაშაულის ტიპებთან საბრძოლველად.[21]

მოსახლეობასთან საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მუშაობის საერთო მეთოდები მოიცავს შემდეგს:[21]

  • მოსახლეობის წახალისება დანაშაულის პრევენციაში დასახმარებლად კონსულტაციის გაწევით, სკოლებში საუბრების ჩატარებით, ადგილობრივი მცხოვრებლებისგან შემდგარი საპატრულო ჯგუფების წახალისებითა და მრავალი სხვა ტექნიკა;
  • ქვეითი ან ველოსიპედით მოსიარულე ოფიცრების მზარდი გამოყენება.
  • ოფიცერთა მომატებული აღრიცხვიანობა მოსახლეობის წინაშე, რომელსაც ისინი უნდა ემსახურონ.
  • ოფიცერთა ჯგუფების შექმნა განსაზღვრულ უბნებში მოსახლეობასთან პოლიციის მუშაობის ჩასატარებლად.
  • მკაფიო კომუნიკაცია პოლიციასა და მოსახლეობას შორის მათი მიზნებისა და სტრატეგიების შესახებ.
  • პარტნიორობა სხვა ორგანიზაციებთან, როგორიცაა სამთავრობო სააგენტოები, საზოგადოების წევრები, არამომგებიანი მომსახურების მიმწოდებლები, კერძო ბიზნესები და მედია.
  • საპოლიციო ორგანოს დეცენტრალიზაცია, რაც უფრო მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს დაბალი რანგის ოფიცრებს და მათგან მოსალოდნელია უფრო მეტი ინიციატივა.

შედარება პოლიციის ტრადიციულ მუშაობასთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიციის ტრადიციული მუშაობის მიზანია კანონმორჩილი მოქალაქეების დაცვა კრიმინალებისგან. ისინი ამას აკეთებენ კრიმინალების იდენტიფიცირებითა და დაშინებით, მათი მსჯავრდებისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოგროვების პარალელურად. ტრადიციული საპატრულო ოფიცრების მოვალეობაა ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება და საგანგებო ზარებზე შეძლებისდაგვარად სწრაფად პასუხი. ცვლებში მომუშავე ბევრ ოფიცერს მხოლოდ საგანგებო ზარებზე რეაგირების დრო აქვს. ამ ტიპის პოლიციის მუშაობა მნიშვნელოვნად არ აჩერებს და არ ამცირებს დანაშაულს; ის უბრალოდ წარმოადგენს ქრონიკული პრობლემის დროებით მოგვარებას, როცა ოფიცრებს ხშირად ურეკავენ, რათა დაუბრუნდნენ ერთსა და იმავე საკითხს და პირებს.[22][23][24]

მეორე მხრივ, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მუშაობის მთავარი მიზანია საზოგადოებისთვის დახმარების გაწევა უსაფრთხო, მოწესრიგებული სოციალური გარემოს ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში. უბნის პოლიცია ახდენს იმ დანაშაულებათა გახსნას, რომლითაც შეშფოთებულია მოსახლეობა, მოსახლეობასთან მუშაობითა და მისგან მხარდაჭერის მიღებით. ყველაზე ეფექტური საშუალებები მოიცავს დიალოგს პოლიციას, სამთავრობო რესურსებს, მოქალაქეებსა და ადგილობრივ ბიზნესებს შორის მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად. პოლიცია მოსახლეობასთან კომუნიკაციას სხვადასხვა გზით ახორციელებს, გამოკითხვებისა ან კვლევების, საქალაქო შეხვედრების, ზარების პროგრამების და ინტერესთა ჯგუფებთან შეხვედრების ჩათვლით. ისინი იყენებენ ამ კავშირებს იმის გასაგებად, თუ რა სურს მოსახლეობას თავისი პოლიციის ოფიცრებისგან და რისი გაკეთება სურს მოსახლეობას დანაშაულების პრობლემის მოსაგვარებლად. [25]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bertus, Ferreira. The Use and Effectiveness of Community Policing in a Democracy. Prod. National Institute of Justice. Washington, D.C., 1996
  2. Brown, L. and Wycoff, M.D., "Policing Houston: reducing fear and improving services", Crime and Delinquency (Jun. 1987): 71–89.
  3. Goldstein, H., Problem Oriented Policing, McGraw-Hill Publishing, New York, 1990.
  4. Ankony, Robert C., "The Impact of Perceived Alienation on Police Officers' Sense of Mastery and Subsequent Motivation for Proactive Enforcement". Policing: An International Journal of Police Strategies and Management, vol. 22. no. 2 (1999): 120–132.
  5. Bobinsky, Robert, "Reflections on community-oriented policing", FBI Law Enforcement Bulletin (Mar. 1994): 15–19.
  6. Burden, O., "Community policing", National Fraternal Order of Police Journal, Fall/Winter (1992): 31–35.
  7. Mastrofski, Stephen. and Robert Warden, "Law Enforcement in a time of community policing", Criminology (Nov. 1995): 539–63.
  8. Bureau of Justice Statistics (BJS) - Community Policing. ციტირების თარიღი: 2020-10-30
  9. Wilson, James Qu.; Kelling, George. (1982) Broken Windows.
  10. Bullock, Karen (June 2013). „Community, intelligence-led policing and crime control“. Policing and Society (ინგლისური). 23 (2): 125–144. doi:10.1080/10439463.2012.671822. ISSN 1043-9463.
  11. Alderson, John (1979). Policing freedom : a commentary on the dilemmas of policing in western democracies. Estover [England]: Macdonald and Evans. ISBN 978-0712118156. OCLC 7275569. 
  12. Alderson, John (1984). Law and disorder. London: H. Hamilton. ISBN 978-0241112595. OCLC 12216164. 
  13. Stenson, Kevin (1993). „Community policing as a governmental technology“. Economy and Society (ინგლისური). 22 (3): 373–389. doi:10.1080/03085149300000025. ISSN 0308-5147.
  14. Karpiak, Kevin G., "Community Policing" in Encyclopedia of Criminal Justice Ethics, SAGE Publications, ISBN 1483389790, 2014
  15. „Chicago Chooses Criminologist to Head and Clean Up the Police“. The New York Times. United Press International/The New York Times. February 22, 1960. ციტირების თარიღი: July 11, 2019.
  16. The Evolving Strategy of Police: A Minority View | Government Innovators Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-19. ციტირების თარიღი: 2021-09-19.
  17. Ray, John M. (1963). Rethinking community policing. El Paso. ISBN 9781593327842. OCLC 892799678. 
  18. Kelling, George L., Tony Pate, Duane Dieckman, Charles E. Brown. (1974)The Kansas City Preventive Patrol Experiment - A Summary Report. Police Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-10. ციტირების თარიღი: 2021-09-19.
  19. Newark Foot Patrol Experiment. Police Foundation (1981). ციტირების თარიღი: 2017-12-20
  20. Prenzler, Tim; Sarre, Rick (2020-10-30), "Community safety, crime prevention, and 21st century policing", Australian Policing (Abingdon, Oxon ; New York, NY : Routledge, 2021.: Routledge): pp. 283–298, ISBN 978-1-003-02891-8, http://dx.doi.org/10.4324/9781003028918-21. წაკითხვის თარიღი: 2020-10-30
  21. 21.0 21.1 Watson, Elizabeth M, Alfred R Stone and Stuart M DeLuca. Strategies for Community Policing. Print. Upper Saddle River: Prentice-Hall Inc, 1998.
  22. A.), Roberts, Simon (Simon (2013). Order and dispute : an introduction to legal anthropology, 2nd. New Orleans, Louisiana. ISBN 9781610271844. OCLC 841206487. 
  23. Zedner, Lucia (2005-05-03). „Policing Before and After the Police“. The British Journal of Criminology (ინგლისური). 46 (1): 78–96. doi:10.1093/bjc/azi043. ISSN 1464-3529.
  24. BROGDEN, MIKE (1987). „The Emergence of the Police—The Colonial Dimension“. The British Journal of Criminology (ინგლისური). 27 (1): 4–14. doi:10.1093/oxfordjournals.bjc.a047651. ISSN 1464-3529.
  25. Lawrence, Sarah. (November 2013) What Works in Community Policing?.