საგოვანები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საგოვანები
Cycas circinalis.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Cycadopsida
დაცვის სტატუსი

საგოვანები (Cycadopsida), შიშველთესლოვან მცენარეთა კლასი. ხისებრი მცენარეებია. მათი ღერო ხშირად გორგლისებრია და ნიადაგშია ჩამალული, იშვიათად სვეტისებრია და 18-20 აღწევს. 3 მ-მდე სიგრძის გვიმრის მსგავსი ფრთისებრი ფოთლები ღეროს წვერზეა განლაგებული და ამით პალმას მოგვაგონებს. ორსახლიანი მცენარეებია. მიკროსპოროფილები განლაგებულია მიკროსტრობილებზე - მამრობითი გირჩებზე. მეგასპოროფილები ან ფოთლის მსგავსია, მაგრამ უფრო პატარა და უქლოროფილო, ან შეკრებილია მეგასტრობილებად - მდედრობით გირჩრბად. საგოვანებს განეკუთვნება 9-10 გვარის 100-მდე სახეობა. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში. საგოვანები მცენარეთა უძველესი ჯგუფია.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 8, გვ. 619, თბ., 1984