საბჭოთა ენციკლოპედიური ლექსიკონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„საბჭოთა ენციკლოპედიური ლექსიკონი“
Советский энциклопедический словарь

ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ენა რუსული
გამომცემელი საბჭოთა ენციკლოპედია
გამოცემის თარიღი 1979, 1982, 1984, 1986 და 1989
გვერდი 1 632
წინამორბედი Encyclopedic Dictionary
მომდევნო დიდი ენციკლოპედიური ლექსიკონი
ISBN 978-5-85270-001-8

საბჭოთა ენციკლოპედიური ლექსიკონი (რუს. Советский энциклопедический словарь) — უნივერსალური ერთტომიანი ენციკლოპედიური ლექსიკონი, რომელიც გამოიცემოდა გამომცემლობა „საბჭოთა ენციკლოპედიის“ მიერ (1991 წლიდან — გამომცემლობა „დიდი რუსული ენციკლოპედია“) 1979 წელს (პირველი გამოცემა), 1982 წელს (მე-2 გამოცემა), 1984 წელს (მე-3 გამოცემა), 1986 წელს (მე-4 გამოცემა; სტერეოტიპული გამოცემა გამოვიდა 1989 წელს, ISBN 5-85270-001-0), 1990 წწ. (მე-4 გამოცემა, შესწორებებითა და დამატებებით). ლექსიკონი შეიცავს დაახლოებით 80 ათას სტატიას, 550 შავ-თეთრ ილუსტრაციასა და სქემას და 350 რუკას, მათ შორის 8 ფერად რუკას. ტირაჟი რამდენიმე მილიონი ეგზემპლარი (1989 წლის გამოცემა — 2,5 მლნ. ეგზემპლარი). სსრკ-ის დაშლის შემდეგ შეიქმნა გამომცემლობა „დიდი რუსული ენციკლოპედია“, რომელმაც გამოსცა დიდი ენციკლოპედიური ლექსიკონი („საბჭოთა ენციკლოპედიური ლექსიკონის“ გაგრძელება).

მთავარი რედაქტორი — აკადემიკოსი ალექსანდრე პროხოროვი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]