საბა (საკუთარი სახელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბა

(არამ. סַבָא)

არამეული, ძველი ებრაული
სქესი: მამრობითი
ეტიმოლოგიური მნიშვნელობა: მოხუცი, თავისუფლებას მოკლებული, ტყვე

კნინობ. ფორმები: საბუ, საბუკა
უცხოენოვანი ანალოგები:

ბერძ. Σάββα
რუს. Савва

დაკავშირებული სტატიები: დაწყებული „საბა“

ყველა სტატია „საბა“

საბა (არამ. סַבָא) — არამეული წარმოშობის საკუთარი სახელი. არამეულ ენაზე ნიშნავს მოხუცს, ხოლო ძველ ებრაულად — თავისუფლებას მოკლებულს, ტყვეს. ამ სახელს ატარებდა არაერთი ცნობილი ქართველი მოღვაწე. მათ შორის, ქართლის კათალიკოსი საბა (523–552 წწ.), საბა II (1146–1150 წწ.), გრიგოლ ხანძთელის თანამოღვაწე და დეიდაშვილი საბა იშხნელი (VIII–IX სს.) და სხვ. ბერად აღკვეცის შემდეგ ამ სახელს ატარებდა ცნობილი ქართველი მწერალი და ლექსიკოგრაფი, სულხან ორბელიანი (1658–1725 წწ.). საბა-საგან ნაწარმოებია ქართული გვარი საბაშვილი.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე ამ სახელის 28852 მატარებელი ცხოვრობს.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]