რცხილის სერის ნამოსახლარი და სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რცხილის სერის ნამოსახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1 კილომეტრზე რცხილის სერზე. ნამოსახლარი და სამაროვანი თანადროულია და განეკუთვნება ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულსა და ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისს. ძეგლი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. დანგრეულია სერის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილები. აღმოსავლეთ ნაწილი კი ძლიერაა გადარეცხილი. ნამოსახლარს დასავლეთიდან თავდაცვითი თხრილი შმოსდევს. ბორცვის მოსწორებულ თხემზე გაიწმინდა კედლის ნაშთებიძლიერაა დაზიანებული რიყის ქვის საძირკვლით. გამოვლინდა ორი ოთკუთხა სათავსო. დასავლეთით მდებარე სათავსს მოყვითალო თიხატკეპნილი იატაკი ჰქონდა. იატაკზე აიკრიფა თიხის ჭურჭლის ფრანგმენტები. სათავსის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებთან ორი პატარა მრგვალი სამეურნეო ორმო აღმოჩნდა. დასავლეთ სათავსს აღმოსავლეთიდან მიდგმული ჰქონდა სამეურნეო ნაგებობა.საცხოვრებელი სათავსები და სამეურნეო ორმოები აღმოჩნდა ბორცვის ძირშიც. სამაროვანი მდებარეობს ნამოსახლარის სამხრეთით 200 მეტრზე. გაითხარა 15 ორმოსამარხი. სამარხები გაძარცულა. მიცვალებულები ესვენა მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე მოხრილი კიდურებით, თავით ჩრდილოეთისკენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]