რუსთავის თოჯინების თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსთავის თოჯინების თეატრი — თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრი ქალაქ რუსთავში. შეიქმნა 1980 წელს. აქ ჯერ კიდევ 1960-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი თოჯინების წარმოდგენებს სახალხო თეატრის სახით (ხელმძღვანელი შ. დორეული). თეატრის პირველი სპექტაკლი (1981 წლის 3 ნოემბერი) იყო ნიკო ლომოურის „ქაჯანა“. თეატრის რეპერტუარში ვაჟა-ფშაველას „სათაგური“, ა. კალაძის „მოხეტიალე ოინბაზები“, ს. მიხალკოვის „სამი გოჭი“ და სხვა. მთავარი რეჟისორი გ. სებისკვერაძე. თეატრში მოღვაწეობს რეჟისორ ს. ყიშიძე, მხატვარი — ნ. ვარსიმაშვილი. დასში არიან (1982) ნ. შუბითიძე, ჯ. ალავიძე, ვ. ალავიძე, გ. ჯიმშიტაშვილი, გ. ცერცვაძე და სხვები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცუცქირიძე შ., ქსე, ტ. 8, გვ. 511, თბ., 1984