რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკა
Библиотека Российской академии наук
ქვეყანა რუსეთი
ტიპი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7830430000
დაარსდა 1714
კოორდინატები 59°56′39″ ჩ. გ. 30°17′48″ ა. გ. / 59.94417° ჩ. გ. 30.29667° ა. გ. / 59.94417; 30.29667
მოცულობა 26,5 მლნ
საიტი www.rasl.ru

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკა (რუს. Библиотека Российской академии наук) — უდიდესი სახელმწიფო ბიბლიოთეკა სანქტ-პეტერბურგში, მდებარეობს ვასილევსკის კუნძულზე, მისამართზე ბირჟის ხაზი სახლი 1. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა და რუსეთის ფედერაციის მესამე ბიბლიოთეკა წიგნადი ფონდის მიხედვით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოთეკა დაარსდა პეტრე I-ის დეკრეტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დეკრეტს ჩვენამდე არ მოუღწევია ბიბლიოთეკის დაარსების თარიღად მიიჩნევა 1714 წლის სექტემბერი, წიგნების ბიბლიოთეკიდან მკითხველებისთვის გაცემის დასაწყისი[1].

პირველი სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა რუსეთში. მისი ფონდის უდიდეს ნაწილს შეადგენს ხელნაწერები და წიგნები მოსკოვის სამეფო ბიბლიოთეკიდან, პეტრე I-ის პირადი კოლექცია საზაფხულო სასახლიდან, ჰერცოგ ჰოლშტეინების ბიბლიოთეკიდან, კურლიანდიის ჰერცოგების ელგავის ბიბლიოთეკიდან.

XVIII საუკუნიდან მოყოლებული ბიბლიოთეკის ფონდები ივსებოდა კერძო პირების კოლექციით. კერძოდ, ფონდები შეივსო ისტორიკოს ვასილი ტატიშჩევის, სლავისტ ალექსანდრე იაციმირსკისა და იზმაილ სრეზნევსკის, ვაჭარ ფიოდორ პლიუშკინის, სლავისტისა და სტაროობრიადცელების მკვლევარის ვასილი დრუჟინინისა და სხვათა წიგნებით. 1901 წლიდან ვსევოლოდ სრეზნევსკის ინიციატივით დაიწყო არქეოგრაფიული ექსპედიციები რუსეთში, რათა მოსახლეობაში შეეგროვებინათ ხელნაწერები და ძველი წიგნები.

1718 წლიდან ბიბლიოთეკა განთავსებულია კიკინის სასახლეში. 1728 წელს კი იგი განათავსეს იმ შენობაში, რომელშიც დღეს განთავსებულია კუნსტკამერა.

1747 წლის 5 დეკემბერს ბიბლიოთეკაში გაჩნდა ხანძარი, განადგურდა გოტორპის გლობუსი და შენობის კოშკი[2].

1901 წლის 8 იანვარს, გათბობის სისტემის მოძველების გამო ბიბლიოთეკაში კვლავ ხანძარი გაჩნდა, რომლის დროსაც განადგურდა 1 500 ტომი ფასეული გამოცემა. ამ ამბავმა დააჩქარა ბიბლიოთეკისათვის ახალი შენობის აგების საკითხი. 1910 წელს მთავრობამ მიიღო ახალი შენობის მშენებლობის შესახებ ბრძანებულება. 1914 წელს მშენებლობა დასრულდა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო იგი გადაეცა სამხედრო სამინისტროს, რომელშიც განათავსეს 166-ე საევაკუაციო ჰოსპიტალი. ბიბლიოთეკა ამ შენობაში განათავსეს 1925 წელს.

1988 წლის 14-15 თებერვალს ბიბლიოთეკაში კიდევ ერთი ხანძარი გაჩნდა, განადგურდა იშვიათი წიგნები და გაზეთების დიდი ოდენობა.

ხანძარმა შედეგები ასეთი იყო:

  • 400 000 წიგნი;
  • 500 000 სერიოზულად დაზიანდა;
  • 6 000 000 დაალპო წყალმა;
  • 7,5 მლნ გააფუჭა სინესტემ;
  • გაზეთების 1/3 განადგურდა[2].

ხანძრიდან პირველი 10 წელი აღადგინეს სულ 900 წიგნი. ათასობით წიგნი სპეციალურ ბოქსებში ეწყო და იცავდნენ სინათლისა და ტენიანობისაგან.

2014 წელს ბიბლიოთეკამ აღნიშნა დაარსებიდან 300 წლისთავი[3].

ფონდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად ბიბლიოთეკაში დაცულია 20 მლნ. წიგნი. აქ ინახება ისეთი ღირებული ხელნაწერები, როგორიცაა: იპატიევის ქრონიკა და რაძივილის ქრონიკა.

დირექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Летопись Библиотеки Российской Академии наук. Т. 1: 1714—1900 / Науч. рук. В. П. Леонов; Отв. ред. Н. В. Колпакова; Отв. сост. Г. В. Головко. — СПб., 2004. — 416 с. — ISBN 5-336-00047-7.
  2. 2.0 2.1 Пожары в истории Библиотеки Академии наук. Санкт-Петербург
  3. История библиотеки Академии наук. Санкт-Петербург