ვასილი ტატიშჩევი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასილი ტატიშჩევი
დაბ. თარიღი 19 აპრილი/29 აპრილი 1686
დაბ. ადგილი ფსკოვის უეზდი, რუსეთის სამეფო
გარდ. თარიღი 15 ივლისი/26 ივლისი 1750
გარდ. ადგილი ბოლდინო, მოსკოვის გუბერნია
სამეცნიერო სფერო ისტორია
გეოგრაფია

ვასილი ნიკიტას ძე ტატიშჩევი (რუს. Василий Никитич Татищев; დ. 19 აპრილი/29 აპრილი 1686, ფსკოვის ახლოს — გ. 15 ივლისი/26 ივლისი 1750, სოფელი ბოლდინო, მოსკოვის გუბერნია) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე, ეკონომისტი, ისტორიკოსი და გეოგრაფი. დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო და საარტილერიო სასწავლებელი. მონაწილეობდა ჩრდილოეთის ომში (1700-1721). ასრულებდა პეტრე I-ის სხვადასხვა სამხედრო-დიპლომატიურ დავალებას.

1720-1722 და 1734-1737 წლებში განაგებდა რუსეთის სახაზინო ქარხანებს, საფუძველი ჩაუყარა ეკატერინბურგს. 1741-1745 წლებში ასტრახანის გუბერნატორი იყო. 1730 წელს აქტიურად გამოვიდა უზენაესელთა წინააღმდეგ. პირველმა შემოიტანა სამეცნიერო სფეროში „რუსსკაია პრავდის“ და 1550 სამართლის წიგნის ტექსტები, საფუძველი ჩაუყარა ეთნოგრაფიასა და წყაროთმცოდნეობას. შექმნა განმაზოგადებელი ნაშრომი „რუსეთის ისტორია უძველესი დროიდან“ (წგნ. 1-5, 1768-1848) და პირველი რუსული ენციკლოპედიური ლექსიკონი. რუსულ ისტორიოგრაფიაში პირველი შეეცადა ეპოვა ადამიანთა საზოგადოების განვითარების კანონზომიერებანი, აეხსნა სახელმწიფო ხელისუფლების წარმოშობის მიზეზები.

უარყო პროვიდენციალიზმი და ისტორიული მოვლენების ახსნისას რაციონალიზმის პოზიციებზე დადგა. სახელმწიფო წყობილების ფორმებიდან რუსეთის მმართველობისათვის უპირატესობას ანიჭებდა თვითმპყრობელობას. ტატიშჩევმა პირველმა მოგვცა რუსეთის ისტორიის პერიოდიზაციის სქემა:

  1. ერთმმართველობის ბატონობა (862-1132)
  2. ერთმმართველობის დარღვევა (1132-1462)
  3. ერთმმართველობის აღდგენა (1462)

თხზულებები[რედაქტირება]

  • История Российская, т. 1—7, М.— Л., 1962—68;
  • Избр. труды по географии России, М., 1950;
  • Татищевские списки Русской правды, в кн.: Материалы по истории СССР, в. 5, М., 1957.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 665, თბ., 1985 წელი.
  • Попов Н., В. Н. Татищев и его время, М., 1861;
  • Очерки истории исторической науки в СССР, т. 1, М., 1955;
  • Дейч Г. М., В. Н. Татищев, Свердловск, 1962;
  • Пештич С. Л., Русская историография XVIII в., т. 1—2, Л., 1961—65;
  • Валк С. Н., В. Н. Татищев в своем болдинском уединении, в кн.: Проблемы истории феодальной России, Л., 1971;