როსტოვ არენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როსტოვ არენა

როსტოვ არენა
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთი
კოორდინატები 47°12′34″ ჩ. გ. 39°44′16″ ა. გ. / 47.20944° ჩ. გ. 39.73778° ა. გ. / 47.20944; 39.73778
აშენდა 2014-2017
გაიხსნა 15 აპრილი, 2018 (2018-04-15) (დაგეგმილი)
კონსტრუქციის ღირებულება 19,8 მილიარდი რუბლი
ტევადობა 45 000 (მსოფლიო ჩემპიონატი)
42 000 (მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ)
გუნდები
როსტოვი

როსტოვ არენა[1][2] (რუს. „Ростов Арена“) — საფეხბურთო სტადიონი რუსეთში. მდებარეობს ქალაქ დონის როსტოვში. სტადიონი უმასპინძლებს 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის 5 მატჩს[3]. ის ასევე უმასპინძლებს საფეხბურთო კლუბ როსტოვის საშინაო მატჩებს და ჩაანაცვლებს ოლიმპ-2-ს. სტადიონი 45 000 მაყურებელზეა გათვლილი[4].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის ივნისში მშენებლობისთვის გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოების დროს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, თითქმის პირველადი სახით შემონახული ხუთი ჭურვი აღმოაჩინეს[5]. 2013 წლის აგვისტოში დაიწყო სტადიონის ექვსმეტრიანი საძირკვლის მომზადება[6]. 2014 წლის მაისში საძირკვლის ჩასხმა დასრულდა. 2015 წლის სექტემბერში სრულად დასრულდა საძირკვლის რკინა-ბეტონის ფილების მოწყობა[7].

2017 წლის 9 ივნისს როსტოვის ოლქის მთავრობამ სტადიონის სამშენებლო სამუშაოების 80%-ის დასრულების შესახებ განაცხადა[8]. ოქტომბერში დამონტაჟდა გარე და შიდა ელექტრონული ტაბლოები[9]. 22 დეკემბერს სტადიონის მშენებლობა დასრულდა და ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოები დაიწყო[10].

2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი დრო გუნდი №1 შედეგი გუნდი №2 ეტაპი დასწრება
17 ივნისი, 2018 21:00 ბრაზილიის დროშა ბრაზილია შვეიცარიის დროშა შვეიცარია ჯგუფი E
20 ივნისი, 2018 18:00 ურუგვაის დროშა ურუგვაი საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი ჯგუფი A
23 ივნისი, 2018 18:00 სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა მექსიკის დროშა მექსიკა ჯგუფი F
26 ივნისი, 2018 21:00 ისლანდიის დროშა ისლანდია ხორვატიის დროშა ხორვატია ჯგუფი D
2 ივლისი, 2018 21:00 G ჯგუფის გამარჯვებული H ჯგუფის მეორეადგილოსანი მერვედფინალი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stadium names for the 2018 FIFA World Cup Russia™ confirmed დაარქივებული 2017-11-11 საიტზე Wayback Machine. . FIFA.
  2. Стадион к ЧМ-2018 в Ростове-на-Дону назовут «Ростов-Арена».
  3. Russia to host 2018 FIFA World Cup. Официальный сайт ФИФА. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-06. ციტირების თარიღი: 2010-12-24.
  4. Russia 2018 FIFA WORLD CUP artists Impressions of Stadiums
  5. В Ростове на месте строительства стадиона к ЧМ-2018 чуть не взорвались снаряды времён ВОВ. Ростовское агентство новостей. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-03. ციტირების თარიღი: 2018-03-15.
  6. Марина Бровкина. (2013-08-02) В Ростове началось строительство стадиона к ЧМ-2018. RG.RU. ციტირების თარიღი: 2015-01-21.
  7. Дмитрий Буянин. (2015-09-24) Строительство стадиона к ЧМ-2018 в Ростове-на-Дону продолжает идти с опережением графика. ТАСС. ციტირების თარიღი: 2016-02-14.
  8. Строительная готовность «Ростов-Арены» достигла 80%. runews24.ru. ციტირების თარიღი: 2017-06-09.
  9. «Ростов-Арена»: завершен монтаж внутренних информационных табло и экрана на фасаде — Правительство Ростовской области. www.donland.ru. ციტირების თარიღი: 2017-10-17.
  10. Завершено строительство стадиона «Ростов Арена» | Ростов Арена. rostov-arena.ml. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-17. ციტირების თარიღი: 2018-01-16.