როსის შელფური მყინვარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტარქტიდის უდიდესი შელფური მყინვარები.

██ როსის (472,960 კმ²)

██ რონე-ფილჰნერის (422,420 კმ²)

██ ეიმერის (62,620 კმ²)

██ ლარსენის (48,600 კმ²)

██ რისერ-ლარსენის (48,180 კმ²)

██ ფიმბულის (41,060 კმ²)

██ შეკლტონის (33,820 კმ²)

██ გეორგ VI-ის (23,880 კმ²)

██ დასავლეთის (16,370 კმ²)

██ უილკინსის (13,680 კმ²)

როსის შელფური მყინვარი — უდიდესი შელფური მყინვარი ანტარქტიდაში, მდებარეობს როსის ტერიტორიაზე, ეშვება როსის ზღვაში დასავლეთიდან მერი ბერდის მიწასა (ედუარდ VII-ის ნახევარკუნძული) და აღმოსავლეთიდან ვიქტორიას მიწას (როსის კუნძული) შორის. მყინვარის ფართობია 487 000 კმ² (საფრანგეთის ფართობზე ოდნავ ნაკლები). სამხრეთიდან ჩრდილოეთით გადაჭიმულია დაახლოებით 850 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთით — დაახლოებით 800 კმ-ზე.

მყინვარი აღმოაჩინა ჯეიმზ კლარკ როსის ექსპედიციამ 1841 წლის იანვარში. იქიდან გამომდინარე, რომ იგი არ აძლევდა ხომალდებს სამხრეთით გაცურვის საშუალებას, მას უწოდეს ვიქტორიას ყინულოვანი ბარიერი (ინგლისის დედოფლის პატივსაცემად), მაგრამ საბოლოოდ მისი სახელწოდება შეიცვალა როსის ყინულოვან ბარიერზე, მისი აღმომჩენის პატივსაცემად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

კოორდინატები: 79°05′11″ ს. გ. 178°15′55″ დ. გ. / 79.08639° ს. გ. 178.26528° დ. გ. / -79.08639; -178.26528