ედუარდ VII-ის ნახევარკუნძული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტარქტიკის რუკა. ედუარდ VII-ის ნახევარკუნძული განსაზღვრულია როსის შელფური მყინვარის მარცხენა კუთხით.

ედუარდ VII-ის ნახევარკუნძული, ან ედუარდ VII-ის მიწა, ან მეფე ედუარდ VII-ის მიწა — მსხვილი, ყინულით დაფარული ნახევარკუნძული ანტარქტიდაში, რომელიც აღმოაჩინეს 1902 წელს.

გეოგრაფიული მდებარეობა[რედაქტირება]

ედუარდ VII-ის ნახევარკუნძული ადგილმდებარეობა: 77°40′ ს. გ. 155°00′ დ. გ. / 77.667° ს. გ. 155.000° დ. გ. / -77.667; -155.000კოორდინატები: 77°40′ ს. გ. 155°00′ დ. გ. / 77.667° ს. გ. 155.000° დ. გ. / -77.667; -155.000

ედუარდ VII-ის ნახევარკუნძული წარმოადგენს მერი ბერდის მიწის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს და გამოყოფილია როსის ზღვაში ზულცბერგერის ყურესა და როსის შელფური მყინვარის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეს შორის. ედუარდ VII-ის ნახევარკუნძული სამხრეთ-დასავლეთით შემოსაზღვულია როსის შელფური მყინვარით, დასავლეთით — ოკუმის ყურით, აღმოსავლეთით — ზულცბერგერის ყურითა და საუნდერსის სანაპიროთი; ყველა მათგანი ძირითადად როსის ზღვასა და სამხრეთ ოკეანეშია მოქცეული.

ნახევარკუნძულის დასავლეთი სანაპირო — შირაზეს სანაპირო (ინგლ. Shirase Coast). ნახევარკუნძულის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით მდებარეობს სუინბერნის შელფური მყინვარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • King Edward VII Land. Филателистическая география. Почтовые марки британских колоний. Colony.ru — Московский интернет-портал колониальной филателии. დაარქივებულია ორიგინალიდან 2009-03-23-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-05-26.
  • Antarctica. Stamp Atlas. Sandafayre Stamp Auctions. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-01-29-ში. წაკითხვის თარიღი: 2009-04-13.