როსბახის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როსბახის ბრძოლის გეგმა

როსბახის ბრძოლა — ბრძოლა პრუსიისა და საფრანგეთ-ავსტრიის ჯარებს შორის. გაიმართა 1757 წლის 5 ნოემბერს სოფ. როსბახთან (საქსონია) შვიდწლიანი ომის (1756-1763 წწ.) დროს. საფრანგეთ-ავსტრიის ჯარებს (სარდალი შარლ დე როგან-სუბიზა და იოსებ ფრიდრიხ ჰილდბურგჰაუზენი) ხელსაყრელი პოზიციები ეკავათ მიუხელნის სიმაღლეებზე (ლაიფციგის სამხრეთით), ხოლო პრუსიის არმია (სარდალი ფრიდრიხ II დიდი) განლაგდა ბედრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შემდეგ გადაინაცვლა უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე როსბახსა და ბედრას შორის. მოკავშირეთა ჯარებმა ეს მანევრი უკანდახევად მიიჩნიეს და შეუდგნენ პრუსიელების მარცხენა ფლანგის შემოვლას სალაშქრო წესით. ფრიდრიხ II სწრაფი მარშით მოწინააღმდეგისაკენ გაემართა და მოულოდნელად კავალერიით იერიშზე გადავიდა. მოკავშირეთა ჯარები განადგურებულ იქნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]