რომის ქუჩა
რომის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ძველი კუკია |
წინა სახელები | სემიონოვის ქუჩა, არაზინდოს ქუჩა, ვარციხის ქუჩა |
რომის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ძველი კუკია); დიმიტრი უზნაძის ქუჩიდან მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. თბილისის 1851 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ვასილი სემიონოვის ქუჩა. 1925-1926 წლების ცნობათა წიგნაკში „მთელი ტფილისი“ შეტანილია როგორც არაზინდოს ქუჩა. 1926 წელს დაერქვა ვარციხის ქუჩა. 2009 წელს რომის ქუჩა უწოდეს.[1] შემონახულია XIX საუკუნის I ნახევრის საცხოვრებელი სახლები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 72, ISBN 978-99928-20-35-3.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ „თბილისში რომის სახელობის ქუჩა გაიხსნა“. www.interpressnews.ge. 2 ოქტომბერი, 2009. ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)