რომან კოსტენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომან კოსტენკო
Роман Костенко
მეტსახელი ქარიშხალი
დაბადების თარიღი 21 ოქტომბერი, 1983
დაბადების ადგილი

1983 წლის 21 ოქტომბერი (40 წლის),

ხერსონი. უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირი (ამჟამად, ხერსონი, უკრაინა
კუთვნილება უკრაინის დროშა უკრაინა
ჯარის სახეობა
  • უკრაინის სახმელეთო ჯარები
  • უკრაინის უშიშროების სამსახური
სამხედრო სამსახურის წლები 2000 წლიდან დღემდე
წოდება პოლკოვნიკი
ნაწილი
  • 79-ე საჰაერო მოიერიშე ბრიგადა (უკრაინა)
ბრძოლები/ომები
ჯილდოები ბოგდან ხმელნიცკის ორდენი (მე-3 ხარისხი)

რომან კოსტენკო (უკრ. Роман Васильович Костенко; დაბადებული 1983 წლის 21 ოქტომბერს) — უკრაინელი სამხედრო მეთაური და პოლიტიკოსი, რომელიც 2019 წლის 29 აგვისტოდან ირიცხება „გოლოსის“ პარტიულ სიაში და ასრულებს უკრაინის სახალხო დეპუტატის მოვალეობას. კოსტენკო იყო „კიბორგების“ წევრი და დონეცკის აეროპორტის დაცვის მიზნით იბრძოდა დონბასის ომში. კოსტენკო დაჯილდოვდა ბოგდან ხმელნიცკის ორდენით დონბასის ომში მონაწილეობის, ისევე როგორც 2022 წელს რუსული ინტერვენციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. იგი არის ეროვნული უშიშროების, თავდაცვისა და დაზვერვის საპარლამენტო კომიტეტის მდივანი. მისი სამხედრო მეტსახელი არის „ქარიშხალი“ (უკრ. Гром, რომანიზებული: Hrom).

ადრეული ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომან კოსტენკო დაიბადა 1983 წლის 21 ოქტომბერს ხერსონში, რომელიც მაშინ საბჭოთა კავშირში არსებულ უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შედიოდა. კოსტენკომ განათლება მიიღო მიკოლაევში და მოგვიანებით, 2005 წელს დაასრულა ოდესის სამხედრო აკადემია. კოსტენკომ თავისი ცხოვრების 10 წელიწადი გაატარა ოდესაში და სამხრეთ უკრაინა აღწერა, როგორც მისი მშობლიური მიწა. რომანმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერიოდში დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს იმ მიზნით, რათა დაეცვა რეგიონი.[1]

რომან კოსტენკომ საზოგადოებას გაუმხილა, რომ მას ჯერ კიდევ ახალგაზრდობის ასაკში ჰქონდა ჯარში წასვლის სურვილი, იმის მიუხედავად, რომ დიდი ბაბუის გარდა, არცერთი მისი ოჯახის წევრი არ ატარებდა სამხედრო წოდებას. რომანმა გადაწყვიტა შესულიყო ოდესის სამხედრო აკადემიაში 16 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც ასევე განიხილა სუმის უმაღლესი საარტილერიო სარდლობის სკოლისა [დიდი ბრიტანეთი] და ივან ბოჰუნის სამხედრო უმაღლესი სკოლის ვარიანტები.[2]

სამხედრო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომან კოსტენკოს სამხედრო კარიერა დაიწყო 2000 წელს.[1] თავდაპირველად, იგი მსახურობდა 79-ე საჰაერო მოიერიშე ბრიგადაში, როგორც ოცეულის მეთაური, ხოლო მოგვიანებით, როგორც ასეულის მეთაური.[3] 2008 წელს, კოსტენკომ 79-ე საჰაერო მოიერიშე ბრიგადიდან გადაინაცვლა უკრაინის უშიშროების სამსახურის ალფა ჯგუფში, საკუთარი მშობლების პროტესტისა და დაბალი გადასახადის მიუხედავად.[2]

დონბასის ომი (2014–2022 წლები)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომან კოსტენკომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტული ძალების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო დონბასის ომის ადრეულ სტადიაში. კოსტენკომ ამ მიზნით ყოფილ ქვედანაყოფთან, კერძოდ, 79-ე საჰაერო მოიერიშე ბრიგადასთან ერთად ფრონტზე ყოფნის დროს მორჩენილი არდადეგები გამოიყენა.[2] 2022 წელს, კოსტენკომ განაცხადა, რომ იგი შეუერთდა საომარ მოქმედებებს, რათა „აღედგინა სამართლიანობა“:

ვიკიციტატა
„როდესაც დონეცკის აეროპორტში პირველად ვიყავი, მეშინოდა, რომ თუ მოვკვდებოდი, ჩემი ოჯახი არ მიიღებდა ანაზღაურებას. ყველას ვუთხარი, რომ დასასვენებლად მივდიოდი, ავტომატი ავიღე და ფრონტზე წავედი, რადგან იქ იყო ჩემი ქვედანაყოფი - 79-ე ბრიგადა, სადაც ვმსახურობდი, და ასევე, "ალფა" [ჯგუფი].“

რომან კოსტენკო იყო უკრაინელი ჯარისკაცების ჯგუფის, სახელად „კიბორგების“ წევრი. იგი დონეცკის აეროპორტის მეორე ბრძოლაში იცავდა დონეცკის საერთაშორისო აეროპორტს, რისთვისაც 2014 წელს დაჯილდოვდა ბოგდან ხმელნიცკის ორდენით.[4] კოსტენკომ აღნიშნა, რომ „კიბორგებიდან“ ბევრი ჯარისკაცი არ იყო პროფესიონალი მეომარი. გარდა ამისა, რომანმა გააკრიტიკა ზოგიერთი ჯარისკაცის დამოკიდებულება ომში ჩაბმის მიმართ, რადგან მათ არ სურდათ დონეცკის აეროპორტში ბრძოლა პროფესიონალიზმის ნაკლებობის გამო: „მომხედეთ, ხალხმა არაფერი იცის, არამედ მხოლოდ ის, რომ ეს მათი მიწაა. ისინი იღებენ ავტომატს და მიდიან, რათა დაიცვან თავიანთი მიწა. ეს ხალხი ყველაზე მოტივირებული იყო. როდესაც ხედავ, რომ ასეთი ჯარისკაცები გყავს, აღარ გეშინია“.[5]

2019 წლის მაისის თვემდე რომან კოსტენკომ აქტიურად განაგრძო მოვალეობის შესრულება და უმაღლეს რადაში (უკრაინის პარლამენტი) წევრად არჩევის გამო, აქტიური სამსახურიდან გადადგა.[6]

2022 წელს რუსეთის შეჭრა უკრაინაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დაწყებული, რომან კოსტენკო დაუყოვნებლივ დაუბრუნდა საკუთარი მოვალეობის შესრულებას და გაემგზავრა სამხრეთით, რათა აღეკვეთა მიკოლაევზე რუსი ჯარისკაცების შეტევა. კოსტენკო მუშაობდა დმიტრო მარჩენკოსთან ერთად, რათა შეემუშავებინა წარმატებული გეგმა ქალაქის დასაცავად.[1] კოსტენკო ხელმძღვანელობდა სპეციალურ ჯგუფებს, რომლებიც ანადგურებდნენ საწყლოსნო არხებზე გამავალ ხიდებს ქალაქის გარშემო. შესაბამისად, ისინი ხელს უშლიდნენ რუსეთის წინსვლას.[7]

რომან კოსტენკო მიჩნეულია უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო მეთაურად რუსული ინტერვენციის კონტექსტში. კოსტენკო გავლენიანმა ჟურნალმა NV შეიყვანა 25 წამყვან მეთაურს შორის სამხრეთ უკრაინის კამპანიაში შესრულებული როლის გამო.[8]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოგდან ხმელნიცკის მე-3 ხარისხის ორდენი.[9]

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, კოსტენკოს მჭიდრო კავშირი ჰქონდა უკრაინული პოლიტიკური პარტიის „გოლოსის“ წევრებთან, კერძოდ, ტელევიზიის წამყვან სერგეი პრიტულასა და თანამებრძოლ ანდრეი შარასკინთან, რომელმაც, საბოლოო ჯამში, კოსტენკო პარტიაში აიყვანა.

2019 წლის უკრაინის საპარლამენტო არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის ივლისში, Tsensor.NET-ის ვებსაიტთან ინტერვიუში რომან კოსტენკომ განაცხადა, რომ იგი წევრიანდებოდა „გოლოსის“ პარტიაში. იგი აწარმოებდა პოლიტიკურ კამპანიას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ და უკრაინის სახით „წარმატებული და ცხოვრებისთვის კომფორტული ქვეყნის“ ხილვა სურდა. დამატებით, კოსტენკო აღნიშნავდა, რომ მისი პოლიტიკის გამართლება იყო ომში გამარჯვების ნაკლებობა. ამავდროულად, იგი უარყოფდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას. გარდა ამისა, კოსტენკომ გააკრიტიკა პოლიტიკური კლასი და „პოლიტიკური ელიტისგან“ შორს მდგარი ფიგურების მიღებას მიესალმა.[2]

რომან კოსტენკოს ეკავა მე-14 ადგილი „გოლოსის“ პარტიულ სიაში არჩევნების დროს და, საბოლოო ჯამში, იგი წარმატებით აირჩიეს უკრაინის უმაღლეს რადაში.[10] იგი ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის საპარლამენტო კომიტეტის მდივანი გახდა არჩევნების შედეგების საფუძველზე.[6]

2020 წელს რომან კოსტენკომ დაასრულა საჯარო ადმინისტრირების ეროვნული აკადემია და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო.[11]

რომან კოსტენკო იყო „ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლების“ შესახებ წარმატებული კანონპროექტის ავტორი. კანონპროექტმა გააფართოვა ტერიტორიული თავდაცვის ძალების ოპერაციების არეალი.[12][13]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Kyrylenko, Olha (2022-10-17). „Нардеп і військовий Роман Костенко: Сподіваюся, ми звільнимо Херсон до кінця року“ [People's Deputy and military commander Roman Kostenko: Hopefully we will liberate Kherson by the year's end]. Ukrayinska Pravda (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-10-23.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Kirtoka, Violetta. (2019-07-12) "Я готовий повірити навіть у шоуменів, щоб зламати стару політику", - полковник СБУ "Альфа" Роман Костенко ru. ციტირების თარიღი: 2022-04-18
  3. Костенко Роман Васильевич ru (10 February 2022). ციტირების თარიღი: 2022-10-23
  4. Про відзначення державними нагородами України uk. ციტირების თარიღი: 2022-04-18
  5. "Кіборг" Костенко: У донецькому аеропорту підійшов хлопець і попросив допомогти поставити міну, сказав: "10 днів тому я був економістом" ["Cyborg" Kostenko: At Donetsk Airport, a guy approached and asked for help setting up a mine, said "10 days ago I was an economist"]. Gordon (უკრაინული). 2022-07-19. ციტირების თარიღი: 2022-10-23.
  6. 6.0 6.1 „Роман Костенко, полковник СБУ, народный депутат Украины“ [Roman Kostenko, SBU colonel and People's Deputy of Ukraine]. Ukrinform (უკრაინული). 2022-10-15. ციტირების თარიღი: 2022-10-23.
  7. „Ukraine war: How Russia took the south - and then got stuck“. BBC News (ინგლისური). 2023-02-27. ციტირების თარიღი: 2023-02-27.
  8. Feshchenko, Roman. „Генервли перемоги. НВ називає 25 найвпливовіших українських військових“ [Generals of Victory: NV names 25 most influential Ukrainian military personnel]. NV (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-10-23.
  9. «Про відзначення державними нагородами України» in Ukrainian. Decree of the President of Ukraine from 26 грудня 2014 year № 957/2014. ციტირების თარიღი: 18 April, 2022.
  10. Фракція "Голос" у новій Раді: список народних депутатів uk. ციტირების თარიღი: 2022-04-18
  11. Костенко Роман Васильович — Біографія, Балотування, Фракції, Політична Агітація | ПолітХаб uk. ციტირების თარიღი: 2022-04-18
  12. Salizhenko, Oleksandr. (2022-07-05) Закони воєнного часу: які рішення ухвалила Рада за чотири місяці uk. ციტირების თარიღი: 2022-10-23
  13. ЗАКОН УКРАЇНИ Про внесення змін до Закону України "Про основи національного спротиву" щодо надання можливості територіальній обороні виконувати завдання в районах ведення воєнних (бойових) дій uk (2022-05-03). ციტირების თარიღი: 2022-10-23