რობინზონ კრუზოს კუნძული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Orthographic projection centred over Juan Fernandez.png
სან-ხუან-ბაუტისტა

რობინზონ კრუზოს კუნძული (ესპ. Isla Róbinson Crusoe) — კუნძული წყნარ ოკეანეში, ჩილეს კუთვნილი ხუან-ფერნანდესის არქიპელაგის უდიდესი კუნძული. მდებარეობს სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სანაპიროდან 674 კმ-ის დაშორებით.

სწორედ ამ კუნძულზე, 1704 წელს (ამ დროისათვის ჯერ კიდევ უკაცრიელი) გადმოსვეს შოტლანდიელი მეზღვაური ალეხანდრო სელკირკი, რომელმაც აქ მარტოობაში 4 წელი გაატარა. ამ ფაქტმა შთააგონა დანიელ დეფოს ცნობილი ნოველა „რობინზონ კრუზოს“ დაწერა.

კუნძულის მოსახლეობა შეადგენს 500–600 ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ აქ არსებულ ერთადერთ დასახლებულ პუნქტში, სოფელ სან-ხუან-ბაუტისტაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]