რობინზონ კრუზო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობინზონ კრუზო
Robinson Crusoe
Robinson Cruose 1719 1st edition.jpg
პირველი გამოცემის გარეკანი
ავტორი

დანიელ დეფო

ილუსტრატორი

უცნობია

ქვეყანა

დიდი ბრიტანეთი

ენა

ინგლისური

ჟანრი

სათავგადასავლო რომანი

გამომცემელი

უ.ტეილორი

გამოცემის თარიღი

25 აპრილი, 1719

მედია

ნაბეჭდი

მომდევნო

რობინზონ კრუზოს შემდეგი თავგადასავალი

რობინზონ კრუზო“ (ინგლ. Robinson Crusoe) — მწერალ დანიელ დეფოს რომანების გმირი.

რომანების სერია ეფუძნება რეალური პიროვნების, ალექსანდრ სელკირკის თავგადასავალს, რომელმაც წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე გაატარა ცხოვრების 28 წელი. ამ დროის მანძილზე მას ბევრი სირთულე ხვდა წილად, როგორც მეკობრეების, ასევე კანიბალების მხრიდან.

რომანების თხრობა მიმდინარეობს დღიურის სტილში და ქმნის ფსევდო-დოკუმენტური ნაწარმოების რეალისტურ სახეს.

პირველი წიგნის სრული სახელწოდებაა „ცხოვრება და საოცარი თავგადასავალი რობინზონ კრუზოსი, იორკელი მეზღვაურის, რომელმაც 28 წელი სრულ სიმარტოვეში იცხოვრა ამერიკის ნაპირებთან მდინარე ორინოკოს შესართავთან მდებარე უკაცრიელ კუნძულზე; სადაც გამორიყული იქნა გემის დაღუპვის შემდეგ, რასაც შეეწირა გემის მთელი ეკიპაჟი მის გარდა; მეკობრეების მიერ მისი მოულოდნელი ხსნის ამბავი, მის მიერ დაწერილი’“.

მეორე რომანი, „რობინზონ კრუზოს შემდგომი თავგადასავალი“, ნაკლებად ცნობილია. მასში რობინზონი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ნაპირებთან გემის კიდევ ერთ დაღუპვას გადაურჩება და იძულებულია, მთელი ევროპა რუსეთის გავლით გამოიაროს. კერძოდ, 8 თვის მანძილზე ის ცხოვრობს ქ. ტობოლსკში, უკიდურეს ყინვაში. ტიუმენელი ვლადიმირ პოლიშუკის აზრით, ეს უნდა მომხდარიყო 1719 წლის ზაფხულში. იმავე წლის ზაფხულში კრუზო არხანგელსკამდე მიაღწევს და მიემგზავრება ინგლისში.

არსებობს კრუზოს შესახებ მესამე წიგნიც - „რობინზონ კრუზოს სერიოზული მსჯელობები“, რომელიც წარმოადგენს ესეების კრებულს, თუმცა ავტორი კრუზოს სახელს მხოლოდ ნაწარმოებისადმი ინტერესის მისაქცევად იყენებდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: