რობერტ ბურასას ჰიდროელექტროსადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერტ ბურასას ჰიდროელექტროსადგური

რობერტ ბურასას ჰიდროელექტროსადგური (ინგლ. Robert-Bourassa generating station) — ჰიდროელექტროსადგური კანადაში. მას სახელი კვებეკის პრემიერის, რობერტ ბურასას პატივსაცემად ეწოდა.

ჰესი კანადაში, მდინარე ლა გრანდეზეა აშენებული და მსოფლიოში მეცხრე უდიდესი ჰიდროელექტროსადგურია. 3.8 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის მშენებლობა 1974 წელს დაიწყო. აშენებული დამბა 162 მეტრის სიმაღლის და 2 835 მეტრი სიგანისაა. ჰესში გაერთიანებულია ორი ჰირდოელექტროსადგური, რომლებიც 16 ტურბინას მოიცავს. თითოეული 351 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს. 2012 წელს მიღებული სადგურის გასაუმჯობესებლად ჰესის განახლების პროექტი დაიწყო, რომელიც 2020 წელს უნდა დამთავრდეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]