რიო-ნეგრო (არგენტინა)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
მდინარე რიო–ნეგრო |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 550 კმ |
| აუზის ფართობი | 102,000 კმ² |
| ჩაედინება | ატლანტის ოკეანე |
| ქვეყნები | |
რიო-ნეგრო ქალაქ ვიედმასა და კარმენ-დე-პატაგონესს შორის
რიო-ნეგრო (ესპ. Río Negro შავი მდინარე) — მდინარე არგენტინაში. რიო-ნეგროს პროვინციის უმთავრესი მდინარე. მისი სიგრძეა 550 კმ. წარმოიქმნება მდინარეების — ნეუკენისა და ლიმაის შერწყმის შედეგად.
მდინარეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ირიგაციისთვის. თამამად შეიძლება რიო-ნეგროს დამსახურებად ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ რიო ნეგროს-პროვინცია არგენტინის მსხლისა და ვაშლის 65 %-ს მოიწევს. გარდა ამისა, მდინარეზე აგებულია ჰიდროელექტროსადგური.