რიო-დე-ჟანეიროს შტატი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან რიო-დე-ჟანეირო (შტატი))
რიო-დე-ჟანეირო (პორტ. Rio de Janeiro, RJ) — ბრაზილიის შტატი.
- ფართობი – 44 ათასი კმ².
- მოსახლეობა – 15,2 მლნ.
- ქალაქები (ათ.) – რიო-დე-ჟანეირო (6029 ათასი, აგლ. 10 192 ათასი), მის მცხოვრებთ კარიოკას უწოდებენ, 1710 – 12 ათასი, 1808 – 50 ათასი, 1900 - 691 ათასი, 1939 – 1897 ათასი; ნოვა იგუასუ (959), სან-გონსალუ (921), დუკე დე კაშიასი (798), ნიტეროი (467).
- ისტორია: 1502 – აღმოაჩინა გასპარ ლემოსმა (ამერიგო ვესპუჩის თანხლებით). 1503 – ანდრე გონსალვეშმა დააფუძნა პორტი და უწოდა „იანვრის მდინარე“. 1565 – დაარსდა ქალაქი (Saint-Sebastien du Rio de Janeiro). 1763-1960 – ბრაზილიის დედაქალაქი, ამ პერიოდში შტატის დედაქალაქი იყო ნიტეროი. 1975 – შეერთდა რიოს და გუანაბარას შტატები სან პაულუს შტატის დაბალანსებისათვის.
- ქალაქის კვარტლები: „ნორდი“ (პორტი და სავაჭრო ზონა), „ბაიშადა ფლუმინენსე“ (ღარიბთა კვარტალი, ცხოვრობს დაახლ. 2,5 მლნ ადამიანი), „სენტრე“ (ბიზნეს-ცენტრი), „სუდ“ (ელეგანტური უბნები: ფლამენკო, ბოტაფოგო, კოპაკაბანა, იპანემა, ლებლონი).