რიბოსომა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიბოსომა — მომრგვალო ფორმის ორგანოიდი, მისი დიამეტრი 15-20 ნმ-ია. რიბოსომები ბირთვაკში წარმოიქმნებიან, შედგებიან რნმ–სა და ცილისაგან. რიბოსომებს უდიდესი როლი აქვთ ცილის სინთეზში. სწორედ მათში მიმდინარეობს ცილის მოლეკულების აწყობა.

რიბოსომა ორი არაერთგვაროვანი ნაწილისგან შედგება — დიდი და მცირე. უჯრედში რამდენიმე ათასი რიბოსომაა. ისინი განლაგებულია როგორც მარცვლოვან ენდოპლაზმურ ბადეზე, ასევე თავისუფლად — ციტოპლაზმაში. რიბოსომებს არ გააჩნია მემბრანა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]